ბიუჯეტური და ეკონომიური: 2013 წლის Honda Civic ჰიბრიდი
2013 წლის ჰიბრიდული Honda Civic-ი შესაძლოა საკმარისად სწრაფი არ იყო, მაგრამ მისი განვითარება, შეიძლება ითქვას, რომ სინათლის სიჩქარით მოხდა. 2012 წელს Honda-მ ავტომობილი მთლიანად განაახლა. შედეგი დიდი იმედგაცრუება იყო, ამიტომ, მათ ავტომობილის გაუმჯობესებაზე ენერგია არ დაზოგეს. 2013 წლის მოდელს გაუმჯობესება ნამდვილად დაეტყო. შესაძლოა, დიზაინი და ინტერიერის ხარისხი ყველას მაინც ვერ ხიბლავს, მაგრამ ამ მანქანის მთავარი მიზანი ეს არც არის. მთავარი საწვავის ეკონომიაა, რაც ამ ავტომობილს კარგად გამოსდის.
ფასი (მეორადის):
იმის მიხედვით, თუ რა კომპლექტაციისაა და რა მდგომარეობაშია, საქართველოში მეორადი 2013 წლის განბაჟებული ჰიბრიდული Honda Civic-ის ფასი $5000-$7000 მერყეობს.
ძრავა და მართვადობა
2013 წლისთვის Honda-მ Civic-ის მართვადობა გააუმჯობესა. დაკიდების სისტემაც დახვეწილია. სალონში შემომავალი ხმა და ვიბრაცია შემცირებულია. ეს ცვლილებები თვალით არ შეინიშნება, მაგრამ მართვადობაზე დადებითად აისახა.
2013 წლის ჰიბრიდული Civic-ის მართვა გასაკვირად სახალისოა. მოსახვევებს კარგად უმკლავდება. ის მაილდ ჰიბრიდული ტექნოლოგიით სარგებლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს მხოლოდ ელექტრო რეჟიმში სიარულიც შეუძლია. ეს არის პირველი ჰიბრიდული Honda ლითიუმის იონის ბატარეით. ეს ბატარეა უფრო პატარა ადგილს იკავებს და ნაკლებს იწონის, ვიდრე ძველი ნიკელ-მეტალის ბატარეა. ახალი ბატარეა 15-კილოვატიანია და 1.5-ლიტრიან ძრავასა და CVT-ს შორის მდებარეობს. ძრავა ჯამში 127 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 10 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 180კმ/სთ.
Civic-ის ჰიბრიდი დაბალ სიჩქარეებზე მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ვერ ჩქარდება. მოდელების უმეტესობაში Econ რეჟიმია, მაგრამ ჰიბრიდის შემთხვევაში მისი გამორთვაა რეკომენდირებული.
საწვავის მოხმარება
EPA-ს ოციციალური მონაცემებით, ეს ავტომობილი შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე 5.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში სხვა ჩატარებული ტესტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ხშირად 6.2 ლიტრია. 2013 წლისთვის ცუდი მაჩვენებელი ესეც არაა.
ექსტერიერი და ინტერიერი
2012 წელს, როცა Honda-მ Civic განაახლა, ცვლილებები ევოლუციური იყო. მაგრამ ხარისხი ბევრად გაფუჭდა. როგორც ჩანს ავტომწარმოებელმა ხარჯების შემცირება სცადა.
2013 წლისთვის ეს შეიცვალა. Honda-მ სტილი და მანქანის სული შეცვალა. წინა ნაწილი უფრო მკაფიოა. ცხაურას სტილი Accord-ისას ჰგავს. ქრომის ჩარჩოებში და ჰაერის შემწოვებში VW-ს გავლენა იგრძნობა.
უკან მაშუქები და ბამპერის საფარი მანქანას უფრო ფართო შესახედაობას აძლევს. მანქანის უკანა ნაწილის დიზაინი 2013 წლისთვისაც კი მოძველეულია.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლისთვის ამ ავტომობილის დიზაინი შეიცვალა, რამდენიმე დეტალი მემკვიდრეობით მაინც მიიღო. მაგალითად, სახურავი უკვე კარგად ნაცნობია.
ჰიბრიდული ვერსია განსხვავებული დისკებით და ბამპერის წინა საფარითაა. უკან პატარა ფრთა ემატება. ავტომობილის ჰიბრიდულობაზე ექსტრერიერში მხოლოდ წარწერები მეტყველებს.
სალონში 2013 წლის Civic-ის დიზაინი წინა წლებისაგან ბევრად არ განსხვავდება. მაგრამ ახალი მატერია უკეთ გამოიყურება და შეხებაც უფრო სასიამოვნოა. ნაცრისფერი პლატმასი გაქრა. სალონი უფრო მუქია. მონაცემთა დაფა და კარის საფარი უფრო რბილი მატერიისგანაა. სკამების საფარიც ახალია. ხარისხიანი არ არის, მაგრამ ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება.
ერთადერთი რაც არ შეიცვალა უცნაური განლაგების ინსტრუმენტები იყო. თუ სიმეტრიულად განლაგებული ინსტუმენტთა დაფა მოგწონთ, მაშინ ეს ავტომობილი თქვენთვის არა.
განახლებები ძირითადად სალონის წინა ნაწილს შეეხო. უკანა მხარე თითქმის ხელუხლებელი დატოვეს.
ახალი უფრო პატარა ზომის ბატარეის გამო საბარგულში უფრო მეტი სივრცეა.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
2013 წლის Civic-ს თანამედროვე გაგებით საინფორმაციო-გასართობი სისტემა არ აქვს. AM/FM/CD/MP3/WMA სტერეო სისტემა 4 ან 7 დინამიკით იყო ხელმისაწვდომი. ნავიგაცია დამატებითი არჩევანი იყო.
ამ სისტემის უფრო თანამედროვეთი ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა, ჰიბრიდის შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
2013 წლის Honda-ი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. უსაფრთხოების სისტემებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტურ ავტომობილებში ყველაზე კარგად აღჭურვილია.
Civic Hybrid-ს წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილების სისტემა აქვს, რაც იმ დროისთვის ამ სეგმენტის ავტომობილებისთვის იშვიათობა იყო.
უსაფრთხოების სხვა ფუქციებია:
- წინა და უკანა ნაწილში უსაფრთხოების ბალიშები გვერდებზე;
- წინა სავარძლებზე გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები;
- ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა.
დასკვნა
Honda Civic-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. 2012 წელს განახლებებმა არ გაამართლა, ამიტომ 2013 წლისთვის ის სასწრაფოდ განავითარეს. შედეგად მივიღეთ ავტომობილი, რომლის ექსტერიერიც, წინა წლებთან შედარებით, დახვეწილია. ბატარეა უფრო მსუბუქი და პატარაა. ბარგისთვის მეტი სივრცე გამოთავისუფლდა. მართვადობა ჰიბრიდისთვის გასაკვირად სასიამოვნოა. მართალია, საინფორმაციო-გასართობი სისტემა არ აქვს, მაგრამ 2013 წლის მოდელისთვის სტანდარტული უსაფრთხოების ფუნქციები 2020 წლის ზოგიერთ მოდელზეც კი არაა ხელმისაწვდომი. ასე რომ, თუ ბიუჯეტურ ჰიბრიდულ ავტომობილს ეძებთ, Honda Civic ჰიბრიდი კარგი არჩევანია.