მართვის ტექნიკის გაუმჯობესება: როგორ დავამუხრუჭოთ სწორად
Aa
Aa

მართვის ტექნიკის გაუმჯობესება: როგორ დავამუხრუჭოთ სწორად

სწორი  დამუხრუჭების ცოდნა უკვე მართვის კარგი ტექნიკის ქონაზე მიუთითებს. მძღოლების უმეტესობა მუხრუჭებს და სწორ დამუხრუჭებას იმდენად არ აქცევს ყურადღებას, რამდენადაც საჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არაა და ავარიის გამომწვევი მიზეზიც კი შესაძლოა გახდეს. მთელს მსოფლიოში მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა არც იცის, როგორ უნდა დაამუხრუჭოს სწორად. ყველაზე გავრცელებული შეცდომა სამუხრუჭე მანძილის არასწორი გამოთვლაა. განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. აქ თქვენ შეხვდებით რჩევებს, რომლებიც დამუხრუჭებისას უნდა გაითვალისწინოთ. გახსოვდეთ, რომ, მიუხედავად არსებული სპეციალური დამხმარე სამუხრუჭე სისტემებისა, ავტომობილს თქვენი დამატებითი ყურადღება და ზრუნვაც სჭირდება.

 დაამუხრუჭეთ ნელა და ნაზად

საჭირო სიჩქარის შენარჩუნება ავარიების თავიდან ასარიდებლად ყველაზე კარგი გზაა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ, რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, ავტომობილს უფრო დიდი სამუხრუჭე მანძილი სჭირდება. მაღალი სიჩქარის შემთხვევაში ავტომობილის გზასთან მოჭიდება მცირდება და მოცურების შანსიც არსებობს.

 დაამუხრუჭეთ მშვიდად და მიჰყევით ნაკადს

მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ხუნდებს უხეშად აჭერს და მათ მაღალი წნევის ქვეშ გაუაზრებლად აყენებს. ეს შეიძლება დიდ რისკში გადაიზარდოს, რომლის გამოსწორებაც შესაძლოა დროულად ვერ შეძლოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამუხრუჭება კარგი ტექნიკის ნაწილია. უკეთესია, როცა მძღოლი ამას ნელა აკეთებს. გარდა იმისა, რომ ნელი დამუხრუჭება არ დაგაკარგვინეს ჩაჭიდებას, ის კომფორტული მგზავრობის გარანტიც გახდება.

 თავიდან აირიდეთ მოულოდნელი დამუხრუჭება

მოულოდნელი დამუხრუჭება ხაზს უსვამს იმას, რომ საჭესთან არც თუ ისე ყურადღებით ხართ. გაითვალისწინეთ სიჩქარის შეზღუდვები. მოულოდნელი დამუხრუჭება ხშირად მაღალი სიჩქარის  ან რისკიანი მართვის შედეგია. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცვლელია, როგორც მანქანის მძღოლისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვისაც.  დაიჭირეთ დისტანცია წინ მიმავალ ავტომობილთან და  გზას თვალი ადევნეთ. გაითვალისწინეთ გზის საფარის მდგომარეობაც.

ეცადეთ მოსახვევებში ნაკლებად ისარგებლოთ მუხრუჭით

მოსახვევში ძლიერმა დამუხრუჭებამ შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ეს მოცურების შანსს 99%-ამდე ზრდის. მოსახვევში შესვლამდე ნაზად შეანელეთ, ან დაამუხრუჭეთ ძრავით.

 არ დააჭიროთ მუხრუჭს საჭიროზე მეტად

სამუხრუჭე ხუნდებზე მაღალი წნევით დაჭერა თქვენი და თქვენი მანქანის სიცოცხლესთან თამაშია. ზღვარზე მეტად მუხრუჭის დაჭერა 100%-იან მოცურებას გამოიწვევს.

 

 არ დაამუხრუჭოთ უხეშად სველ ზედაპირზე

სველი ზედაპირი მანქანის მართვისთვის არც თუ ისე სასურველი პირობაა. თქვენი საბურავები ზედაპირს ნაკლებად ეჭიდება. განსაკუთრებით კი დატბორილ სიტუაციაში, თუ ხუნდს წყალი მოხვდება, დამუხრუჭების შესაძლებლობები მცირდება, რაც სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორი დამუხრუჭება ავარიის რისკებს ამცირებს. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები ცოტატი მაინც დაგეხმარებათ მართვის ტექნიკის გაუმჯობესებაში.

 

მსგავსი სიახლეები