Mil-Spec Hummer H1-ს 1 356 ნმ აქვს!
Duramax-ის დიზელის ძრავა ავტომობილის შესაძლებლობებს საგრძნობლად აუმჯობესებს.
Hummer-ს ელექტრო მომავალი აქვს. ამ ავტომობილის ბევრი მოყვარულისთვის ეს შეურაცხყოფაა. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ. ეს მაინც მოხდება.
თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ეს ფაქტი არ მოსწონს, მაშინ Mil-Spec Automotive-ს თქვენთვის სასურველი ავტომობილი ჰყავს. მიჩიგანში დაფუძნებული ფირმის ბოლო ნამუშევარი მზადაა! მათ Hummer H1-ში დიზელის ძრავა ჩადეს.
2018 წელს ამ ატელიემ Humvee-თ შთაგონებული რამდენიმე სუვი უკვე გამოუშვა. ასე რომ, მათ გარკვეული გამოცდილება უკვე აქვთ.
Mil-Spec Automotive H1 6.6-ლიტრიანი Duramax-ის ტურბოდიზელის ძრავა 500 ცხენის ძალას და 1 356ნმ-ს გამოიმუშავებს. ქარხნული H1-ის დამარცხება „დრაგში“ Jimny-მ შეძლო. ეს განახლება კი ამ შედეგებს აუცილებლად შეცვლიდა.
კიდევ ერთი შესამჩნევი განახლება ექსკლუზიური დაკიდების სისტემაა, რომელიც Baja Suspension Package-ში შედის. ამორტიზაცია და ყველგანმავალი შესაძლებლობა გაუმჯობესებულია. ამ პაკეტში უფრო გრძელი ზამბარებიც შედის. Mil-Spec Automotive-ისუახლესი H1 38x13.50R20 Toyo Open Country M/T საბურავებითაა.
Mil-Spec Hummer H1-ს საწვავის ავზი ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის ახლა მეტ საწვავს იტევს. ინტერიერის საფარიც განახლებულია. მას ბრჭყვიალა აქცენტები აქვს.
Mil-Spec Hummer H1 ძვირი სიამოვნებაა. მისი ფასი $300,000-დან იწყება.