2021 წლის Skoda Octavia RS-ის დებიუტი TSI და TDI ძრავებით შედგა
Aa
Aa

2021 წლის Skoda Octavia RS-ის დებიუტი TSI და TDI ძრავებით შედგა

ყველაზე ძლიერი დიზელის ძრავიან Octavia-ს 200 ცხენის ძალა და 400ნმ აქვს.

ფლაგ ინ ჰიბრიდული Octavia RS iV-ს გამოსვლიდან 4 თვის შემდეგ, Skoda სხვა ტიპის აგრეგატებს გვთავაზობს. ბენზინის და დიზელის მოდელებიც ისევე გამოიყურება, როგორც ელექტრო. რა თქმა უნდა, სახელიდან iV ჩამოშორდა.  

Octavia RS-ი 2.0-ლიტრიანი TSI ძრავით გამოვა, რომელიც 245 ცხენის ძალას და 370ნმ-ს გამოიმუშავებს. ექსკლუზიურად წინაწამყვანია. ბენზინის ვერსია კი 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 7-სიჩქარიანი DSG-თ არის ხელმისაწვდომი. 0-100კმ/სთ-მდე 6.7 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ.

თუ დიზელს აირჩევთ, 2.0 TDI ძრავა 200 ცხენის ძალასა და 400ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს არის ყველაზე ძლიერი TDI Octavia, რაც ოდესმე გამოსულა. სტანდარტული წინა წამყვანია. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში AWD სისტემას მიიღებთ. 100კმ/სთ-მდე 6.8 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - 243კმ/სთ. Octavia RS TDI ექსკლუზიურად DSG-თ იქნება.

ყველა RS მოდელს სპორტული დაკიდების სისტემა აქვს. ბენზინის და დიზელის მოდელებს 15-მილიმეტრიანი კლირენსი აქვს. დამატებით თანხად ელექტრონულად ადაპტირებად დაკიდების სისტემას მიიღებთ. TSI ვარიანტს თვითბლოკირებადი დიფერენციალი მრავალდისკოიანი გადაბმულობით აქვს.  

RS ვერსია ციფრული მონაცემთა დაფითა და უფრო დიდი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანითაა. ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში, 18- და 19-იანი დისკები, LED სანისლე მაშუქები და ექსტერიერის შავი დეტალები სტანდარტულია.  

უფრო აგრესიული ბამპერები, მაყუჩის მილები და უკანა ფრთა RS-ზე ექსკლუზიურია. სალონში ალკანტარას საფარი და კარბონის დეტალებია. სავარძლებს მასაჟორის ფუნქცია აქვს. საინფორმაციო-გასართობ სისტემას RS მოდელისთვის ექსკლუზიური გრაფიკა აქვს.

კომპანიამ RS-ი, Scout-ი, და G-Tec ვერსიები უკვე წარმოგვიდგინა. ერთადერთი, რაც Octavia-ს ხაზს აკლია, Laurin & Klement ვერსიაა, რომელსაც წლის ბოლოს ველით.

მსგავსი სიახლეები