Aa Aa
7 ივლისი 2020  |  10:54

PSCB სისტემა: მუხრუჭის ინოვაციური დისკოები Porsche-სგან

Porsche-მ ახალი ტიპის სამუხრუჭე დისკო შეიმუშავა და მას Porsche Surface Coated Brake (PSCB) სისტემა უწოდა.

მიმდინარე თაობის Cayenne Turbo სწორედ ამ სისტემით სარგებლობს. PSCB ვოლფრამ-კარბიდით დაფარულ დისკოს იყენებს. ახალი დისკოები, ესთეტიკის გარდა, სამუხრუჭე შესაძლებლობებს აუმჯობესებს.  

PSCB-თი აღჭურვილი ავტომობილის ცნობა ადვილია, რადგან დისკოები სარკის მაგვარია. Porsche-ს თანახმად, ვოლფრამ-კარბიდი დისკოს მტვერს 90%-ით ამცირებს. სწორედ ამაზე ხაზგასასმელად, Cayenne Turbo Coupe-ს თეთრი სუპორტები აქვს.

დისკო მუხრუჭის ცვეთას ამცირებს და მუხრუჭის „სიცოცხლე“ 30%-ით ხანგრძლივდება. თუჯის დისკოებისგან განსხვავებით, არც ჟანგდება.

PSCB თუჯის და ბევრად ძვირიან კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებს შორის დგას. ჩვეულებრივი, თუჯის მუხრუჭები გალვანიზირებულია და მისი ზედაპირი ვოლფრამ-კარბიდით არის დაფარული. საფარი 0.1 მილიმეტრია.

როცა საფარი გაცვდება, მთლიანი დისკოს ჩანაცვლებაა საჭირო. თუმცა, Porsche აცხადებს, რომ საფარი იმდენად გამძლეა, რომ PSCB დისკოები უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი. თანაც სამუხრუჭე ხუნდები მაინც უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე დისკოები.

PSCB Cayenne Turbo-სა და Cayenne Turbo Coupe-ზე სტანდარტულია, Cayenne-ს საბაზისო მოდელებზე დამატებით $3,500 ღირს. შედარებისთვის კარბონ-კერამიკული მუხრუჭები Cayenne-ზე დამატებით $9,000 ჯდება.

 

გაზიარება: