მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქ, სადაც არ ელოდებით: 2021 Genesis G70
Aa
Aa

მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქ, სადაც არ ელოდებით: 2021 Genesis G70

2021 წლის „ჰიუნდაის“ ქვე-ბრენდის Genesis G70-ის სპორტული სედანი, სამწუხაროდ, GV80-ის კროსოვერის ახალი 2,5-ლიტრიანი ტურბო-ძრავით აღჭურვილი არ იქნება. 2021 წლის G70 საბაზისო კომპლექტაცია შარშანდელი მოდელის ანალოგიური 2,0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი 252-ცხენისძალიანი ძალოვანი აგრეგატითაა.

თუ საბაზისო კომპლექტაციის 2-ლიტრიანი ძრავა თქვენთვის არასაკმარისად მძლავრია, 3.3-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავა შეგიძლიათ აირჩიოთ, სამაგიეროდ, 4-ცილინდრიან ძრავას ერთი უპირატესობა აქვს - მექანიკური გადაცემათა კოლოფი. მოსალოდნელია, რომ „ჯენეზისის“ მყიდველები უფრო 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს აირჩევენ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევა შესაძლებელია, დასაფასებელია. 

რაც შეეხება 3,3-ლიტრიან V6-ს, მისი შესაბამისი მექანიკური გადაცემათა კოლოფის ამბავი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან საწვავის ეკონომიის EPA-ს ტესტირებას გადის და G70-ის შემდეგი წლის მოდელში შეიძლება უკვე GV80-ის უფრო მძლავრი 3,5-ლიტრიანი V6 ძრავა ვიხილოთ. შესაბამისად, კომპანიას ერთი წლისთვის ახალი გადაცემათა კოლოფის შემუშავება და წარმოება ნამდვილად არ უღირს.

 

მსგავსი სიახლეები