რჩევები კაბრიოლეტის მფლობელებს: როგორ ავირიდოთ სალონში წყლის ჩასვლა?
Aa
Aa

რჩევები კაბრიოლეტის მფლობელებს: როგორ ავირიდოთ სალონში წყლის ჩასვლა?

კაბრიოლეტის მფლობელებს თავიანთი ავტომობილები ძალიან უყვართ იმ შეგრძნებების გამო, რომლებსაც ისინი იწვევს.

ეს გრძნობა შეიძლება შეიცვალოს, როცა წყალი ავტომობილის სალონში ჩამოსვლას იწყებს. საბოლოოდ, მძღოლებს სველ და უსიამოვნო სუნიან სალონში სხდომა უწევთ. ჩამოსულმა წყალმა შესაძლოა ელექტრონიკა და მანქანის სხვა მექანიკური კომპონენტები დააზიანოს.

ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ, თუ როგორ აღმოაჩინოთ საიდან ჟონავს წყალი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

წყლის კვალის პოვნა 

მანქანის სალონში წყლის შეღწევის ნიშნებია:

  • წყლის ლაქები სკამების საფარზე
  • ნესტის უსიამოვნო სუნი
  • სახურავის სისტემასა და სხვა მეტალის ნაწილებზე ჟანგი
  • დაორთქლილი შუშები
  • წვეთების ხმა
  • ობი სალონის საფარზე

თუ ამათგან ერთ-ერთს შენიშნავთ, მაშინ გაყონვის წყარო უნდა იპოვოთ. ყველაზე მარტივი გზა მანქანაზე შლანგით ზემოდან წყლის დასხმაა. შემდეგ გამორთეთ წყალი და ჩაჯექით ავტომობილში. დააკვირდით წყლის წვეთებს და მოუსმინეთ ხმას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყლის მაღალი წნევა რეკომენდირებული არ არის.

რატომ ჩამოდის წყალი სალონში?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს დადგენაა. უნდა აღინიშნოს, რომ, როცა იმ აგილს აღმოაჩენთ, საიდანაც წყალი ჩამოდის, იმას არ ნიშნავს, რომ შეკეთებას პირველი კონკრეტულად ის ადგილი საჭიროებს. შესაძლოა, წყალი იმ ადგილას სხვა ადგილიდან მიდის.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ინტერიერის პანელების მოხსნა გახდეს საჭირო. ამ დროს უკეთესი იქნება, თუ პროფესიონალს მიმართავთ.

მოაგროვეთ ინფორმაცია წყლის ჩამოსვლაზე

მოაგროვეთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია. როგორც კი გაწვიმდება მაშინვე იწყებს წყალი ჩამოსვლას, თუ გარკვეული დროის შემდეგ?

წყლის შემოჭრამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი მთლიანად ყურადღებით შემოწმდეს. განსაკუთრებით ყურადღებით შეამოწმეთ მანქანის ხალიჩები და საბარგული. საბარგულში წყლის ჩასვლას განსაკუთრით დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. აწიეთ საბარგულის ხალიჩა და დააკვირდით ადგილს, სადაც დამატებითი საბურავი უნდა იდოს. ეძებეთ წყლის ნიშნები და ჟანგი.

შლანგის ტესტის დროს თხოვეთ ვინმეს, ჩაჯდეს ავტომობილში. ეს კვლევის პროცესს დააჩქარებს.

როგორ ავირიდოთ სალონში წყლის შემოსვლა?

ხშირად კაბრიოლეტი საეხლოსნოში შესაკეთებლად იმ მიზეზით მიჰყავთ, რომელსაც წინდახედულობით ადვილად აირიდებდნენ თავიდან. გაითვალისწინეთ შემდეგი ასპექტები:

კარის და ფანჯრის მამჭიდროებლები

კარის და ფანჯრის მამჭიდროებლები სხვადასხვა მანქანაზე სხვადასხვაგავრია. თუმცა, ყველა პოროლონისგანაა გაკეთებული. როცა სახურავი, კარები და ფანჯრები დაკეტილია, პოროლონი უზრუნველყოფს, რომ წყალი არ შემოვიდეს.  

სამწუხაროდ, მამჭიდროებლები ჭუჭყიანდება და ფუჭდება. როცა ეს ხდება საჭიროა მამჭიდროებლების მოხსნა, გაწმენდა და უკან დაბრუნება.

გაწმენდას და გაშრობას გარკვეული დრო სჭირდება. მამჭიდროებლებს ყველაზე ხშირად გზის ჭუჭყი, ხის ნარჩენები და სხვა ბუნებრივი პირობები აზიანებს. თუ მამჭიდროებლებს გაწმენდთ, მაშინ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ და წყლის სალონში შემოსვლას აირიდებთ.

სანამ მამჭიდროებლებს ადგილზე დააბრუნებთ, ისინი უნდა გაიპოხოს. როცა დარწმუნდებით, რომ ისინი ბოლომდე სუფთა და მშრალია, გამოიყენეთ სპეციალური სითხე. პროფესიონალები Krytox-ის გამოყენებას გვირჩევენ. ის სხვა გამწმენდ საშუალებებთან შედარებით უფრო იაფი და ეფექტურია. გახსოვდეთ, რომ მამჭიდროებლებმა ელასტიურობა უნდა დაიბრუნოს.

რეზინი ძველდება, შრება და ბზარები უჩნდება. თუ ასაკის გამო თქვენს მამჭიდროებლებს ბზარები გაუჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გამოცვლის დროა.

წყალსადინარები

როცა წყალი კაბრიოლეტზე ხვდება, ის წყალსადინარების საშუალებით დაბლა ჩამოდის და არ შედის სალონში. თუ ეს სადინარები არ იწმინდება, ისინი შეიძლება ჭუჭყით ამოივსოს და წყალი აღარ გაატაროს. ამან შესაძლოა სალონში წყლის შეღწევა და ჟანგვა გამოიწვიოს.

კარის მემბრანები

კარში პლასტმასის მემბრანებია, რომელიც ავტომობილს წყლის შეჭრისგან იცავს. ხანდახან ეს მემბრანები ცვდება ან ზიანდება. თუ წყალი კარის მხრიდან შემოდის, მაშინ მემბრანების შემოწმება ნამდვილად ღირს.

ნაჭრის სახურავი

როცა სახურავი ახალია, წყალი მასზე მოხვედრისას მაშინვე ძირს მიედინება, გარკვეული დროით მოხმარების სახურავი იმდენად წყალგამძლე აღარაა. სახურავი ნელ-ნელა წყლით იჟღინთება. ნაჭერი შეგიძლიათ უბრალოდ გააშროთ და შემდეგ ჰიდროფობიური საშუალებით გაწმინდოთ. 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნახვრეტი სახურავში წყლის გაჟონვას გამოიწვევს და ამ შემთხვევაში სახურავის გამოცვლა მოგიწევთ.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, წყლის გაჟონვის, ჟანგვისა და უსიამოვნო სუნის თავიდან არიდებაში.

 

მსგავსი სიახლეები