Mercedes-AMG GT Black Series-ის ოფიციალური დებიუტი მალე შედგება
Black Series-ის ფოტოებმა ინტერნეტში გაჟონა.
თუ ჭორები მართალია, Mercedes-მა AMG GT R Black Series-ი ამ თვეში უნდა წარმოგვიდგინოს. გერმანულ ავტომწარმოებელს ჯერ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა „ინსტაგრამზე“ ფოტოებმა გაჟონა, რომელზეც ჩანს, რომ მანქანა უკვე მზადაა და მალე დებიუტს უნდა ველოდოთ.
სურათებზე ახალი AMG GT აგრესიული აეროდინამიკით და მასიური დიდი ფრთითაა. სწორედ ისეთია, როგორც მანამდე პაპარაცულ ფოტოებზე ვიხილეთ. მსგავსია გვერდითა ფრთები, უკანა დიფუზორი და მაყუჩის მილებიც.
სამწუხაროდ, ფოტოები მეტ ინფორმაციას არ გვაწვდის. აგრეგატზე საუბრისას ისევ ვარაუდებს უნდა დავეყდნოთ. ტვინ-ტურბოდაბერვის V8 720 ცხენის ძალასა და 850ნმ-ს გამოიმუშავებს. ნორდშლაიფს 6 წუთსა და 58 წამში ფარავს. ეს უფრო სწრაფია, ვიდრე GT R-ის დრო (7 წუთი).
ახალი დეტალების გასაგებად დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილი უფრო ძლიერი და მოქნილი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი AMG GT R-ი, რომელიც 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს. როგორც ჩანს, Black Series-ის უფრო ტექნიკურ მაჩვენებლებზე ორიენტირებული ავტომობილია.