Aa
Aa

Classic Youngtimers Consultancy-ის ახალი პროექტი: Nissan GT-R-ი ყველგანმავალი შესაძლებლობებით

600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს.

Nissan GT-R-ს დახვეწილი AWD სისტემა აქვს და მისი ყველგანმავალად გადაქცევა სიგიჟე სულაც არ არის. ეს უბრალოდ დამატებითი დანახარჯია და ალბათ ბევრი არც მოინდომებს ამაში თანხის გადახდას. ეს „მხეცი“ Classic Youngtimers Consultancy-მ შექმნა და მისი ფასია $107,315.

იმისთვის, რომ უსწორმასწორო ზედაპირს გაუმკლავდეს, ავტომობილის კლირენსი 12 სანტიმეტრით გაზარდეს. უფრო დიდი საბურავებიც დაუმაგრეს, რომლებსაც შავი ფერის ფრთები ფარავს.

3.8-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. Classic Youngtimers Consultancy-ს განცხადებით, ეს უფრო მეტია, ვიდრე GT-R Nismo-ს ცხენის ძალების რაოდენობა. 0-100კმ/სთ-მდე 3.0 წამში აღწევს. თუმცა, ნაკლებად აგრესიული საბურავებით და წონის ნამატით, ეს ავტომობილი ასეთი სწრაფი ვერ იქნება.  

სახურავზე დამატებითი საბურავია. წინ LED გრძივი ციმციმა აქვს. წინა ბამპერზე დამატებით დიდი ზომის მაშუქებია. ექსტერიერი წითელი და ნაცრისფერი ლაქებითაა გაფორმებული.

ეს GT-R Classic Youngtimers Consultancy-ის ყველგანმავალის მესამე პროექტია. მანამდე მათ Lamborghini Gallardo და Bentley Continental GT გადააკეთეს.

მსგავსი სიახლეები