Mercedes-ის ელეგანტურობა და AMG-ს ძალა: 2020 წლის Mercedes-AMG C63
კომპაქტური, ელიტური ავტომობილების კლასში ძნელია ისეთი ავტომობილის პოვნა, რომლის ინტერიერის გარდა, ტექნიკური მაჩვენებლებიც გაგახალისებს. ამიტომ, 2020 წლის Mercedes-AMG C63-ის არსებობა ორმაგად ღირებულია. ის ხელმისაწვდომია, როგორც სედანი, კუპე და კაბრიოლეტი. თითოეულ მათგანს ტვინ-ტურბოდაბერვის V6 ძრავა აქვს, რომლებიც აფალტერბახის ინჟინრებმა საკუთარი ხელით ააწყეს. საბაზისო C63 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, C63 S-ი კი 503-ს. მართვადობა ცოტა უხეშია, მაგრამ იმდენად სახალისოა C63-ის ყოლა, რომ ეს ყურადღების ღირსადაც არ ღირს.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
2020 წლისთვის აღჭურვილობის მხრივ მხოლოდ ცოტა ცვლილებაა. სედანში და კუპეში ახლა სახელურზე თითის დადებით, გასაღების გარეშეა შესაძლებელი. საბარგულის სახურავის ელექტრონულად გაღება ახლა სტანდარტულია. კაბრიოლეტზე კი Aircap ფუნქცია დაამატეს, რომელიც, ღია ავტომობილის გასაგრილებლად ან გასათბობად ქარამრიდებს იყენებს. გვერდითა სარკეები იკეცება. ვერცხლისფერი მეტალიკის ფერი ახალი არჩევანია.
ფასი
- Sedan: $69,095
- Coupe: $70,895
- Cabriolet: $78,295
- S sedan: $76,695
- S coupe: $78,495
- S cabriolet: $85,895
შესაძლოა თქვენს გემოვნებაში კუპე ან კაბრიოლეტი უფრო ჯდება, მაგრამ სედანი მაინც საუკეთესო არჩევანია. ის უფრო მსუბუქია, ვიდრე კუპე. კუპეს პანორამული ლიუკი აქვს, რაც რამდენიმე კილოგრამს მატებს. S ვერსიით ცდუნებაზე უარის თქმა რთულია, მაგრამ მონაცემებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. მხოლოდ S ვერსიას აქვს AMG Traction Control სისტემა. საუკეთესო არჩევანი საბაზისო სედანის შეძენა და მისთვის Exterior Lighting-ის პაკეტის დამატებაა. ამგვარად, თქვენ ადაპტურ LED მაშუქებსა და AMG Performance-ს წინა სავარძლებს მიიღებთ.
ძრავა და მართვადობა
ორივე ვერსიას, სტანდარტულად და S-საც, Mercedes-AMG C63-ს 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა აქვს. 9-სიჩქარიანი Speedshift MCT ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს უგზავნის. გახსოვთ, უარყოფითი შეფასებები AMG-ის ტურბოდაბერვის ძრავაზე? განსაკუთრებით კი იმაზე, რომ ძრავა პატარა იყო? მომავალში C63-ს ჰიბრიდული ძრავა ექნება. V8 შეიძლება ვეღარც ვიხილოთ. სანამ ეს დღე მოვა, სტანდარტული C63 469 ცხენის ძალას და 649ნმ-ს გამოიმუშავებს. S ვერსიას კი 503 ცხენის ძალა და 699ნმ აქვს. C63-ს ელექტრონულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარეა 250კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 4 წამში აღწევს. S ვერსიას კი - 290კმ/სთ. 0-100კმ/სთ - 3.9წმ. S ვერსიაში ხმის იზოლაცია შესანიშნავია. სამნიშნა მაჩვენებლამდე სიჩქარე ისე აღწევს, რომ ხმაური საერთოდ არ შეგაწუხებთ.
რამდენად კარგიც უნდა იყოს ძრავა, ის არაფერია კარგი გადაცემათა კოლოფის გარეშე. საბედნიეროდ, გადაცემათა კოლოფი რბილად და ზუსტად რეაგირებს. საჭეზე არსებული ბერკეტები ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს. ე.წ. „ტურბო ლეგი“ თითქმის არ აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართვადობა ცოტა უხეშია, მაგრამ სტანდარტული AMG Ride Control ადაპტური დაკიდების სისტემა რეჟიმის შეცვლის საშუალებას იძლევა. ამის შემდეგ თქვენ თავს კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობთ.
საწვავის მოხმარება
მიუხედავად იმისა, რომ C63-ს კარგი ტექნიკური მონაცემები აქვს, ის შედარებით მაინც ეკონომიურია.
ქალაქში 100კმ-ზე ის 13 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ტრასაზე - 8.7 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი - 11.2-ლიტრს.
უნდა აღინიშნოს, რომ მისი მეტოქეები BMW M4 და Audi RS 5 ნაკლებად ეკონომიური.
მანქანის ექსტერიერი და ინტერიერი
ბრუტალური და აგრესიული. ეს სიტყვები C63-ის დიზაინს ზუსტად ახასიათებს: ფართო თაღები, დახვეწილი კაპოტი, Panamericana ცხაურა, კვადრატული მაყუჩს მილები და 18-იანი დისკები. თუ S მოდელს აირჩევთ, მაშინ 19-იან დისკებს მიიღებთ. მბრჭყვინავი შავი აქცენტები მანქანის შესაძლებლობებზე უსვამს ხაზს. სახურავის პანორამული ვერსია არჩევითია. კაბრიოლეტ C63-ს რბილი სახურავი აქვს, რომელიც ელექტრონულად კონტროლდება.
საბაზისო C63-ს ინტერიერში ხელოვნური ტყავის სალონი აქვს, S ვერსიას კი - ტყავის. ორივე შემთხვევაში ალუმინის ან ხის დეტალების არჩევა შესაძლებელია. C63 სედანი 5 ადამიანს იტევს. ფეხების და თავს ზემოთ სივრცე საკმარისია, თუმცა დიდს ვერ ვუწოდებთ. დიდი კარების წყალობით, მანქანაში ჩაჯდომა და გადმოსვლა რთული არ არის. სავარძლები ძალიან კომფორტულია.
AMG Performance-ს სავარძლებს გაგრილების ფუნქცია აქვს. მთლიანობაში, ამ ავტომობილის სალონი ძალიან ელეგანტურია.
რა თქმა უნდა, სედანის საბარგული უფრო დიდია, ვიდრე კუპესი. კაბრიოლეტის საბარგული ყველაზე პატარაა.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
საინფორმაციო-გასართობი სისტემის 10.3-ინჩიანი ეკრანი სტანდარტულია. USB პორტები, Android Auto და Apple CarPlay ხელმისაწვდომია. Burmester-ის აუდიო სისტემა ასევე სტანდარტულია. SiriusXM სატელიტური რადიო 6-თვიანი საცდელი ვერსიის სახითაა. 12.3-ინჩიანი ეკრანით მონაცემთა დაფა, ამოსაწევი ეკრანი და ნავიგაცია დამატებითი არჩევანია. AMG Drive Unit-იც დამატებითი ფუნქციაა. მისი საშუალებით საჭიდან ხელმისაწვდომი ბევრი სხვა ფუნქცია ხდება.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
ეს ავტომობილი National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია, თუმცა, 2019 წლის C-Class-მა უმაღლესი შეფასება და IIHS-სგან ჯილდო დაიმსახურა.
ყველა C63-ს სტანდარტული უსაფრთხოების სისტემები აქვს. მაგალითად, წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და უხილავი წერტილის მონიტორინგი. უსაფრთხოების ფუნქციების ნაწილი არჩევითია, მაგალითად, მეორე დონის ნახევრად ავტონომური მართვის სისტემები: ადაპტური კრუიზ კონტროლი, ავტომატური გაჩერება და დაძვრა, ზოლის შეცვლაში დახმარება. ეს ფუნქციები Multimedia პაკეტში ერთიანდება. უსაფრთხოების ძირითადი ფუნქციებია:
- სტანდარტული წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭება;
- სტანდარტული უხილავი წერტილის მონიტორინგი;
- დამატებითი ადაპტური კრუიზ კონტროლი ნახევრად დამოუკიდებელი მართვის სისტემით;
- დამატებითი ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა.
ვერდიქტი
2020 წლის Mercedes-AMG C63 დახვეწილი ავტომობილია. მის აგრესიულ დიზაინს, ელეგანტური სალონი ამშვენებს. სალონში გამოყენებული მატერია მაღალი ხარისხისაა. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი კარგი ზომისაა და ფუნქციების ნაკლებობასაც არ განიცდის. უსაფრთხოების სისტემებიც უხვად აქვს. ამ ავტომობილის ნამდვილი მარგალიტი V8 ძრავაა. S ვერსია უფრო მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა, ეს ნამატი ფასში $7, 600 განსხვავებად არ ღირს. ასე რომ, თუ ამ ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, საბაზისო სედანი Exterior Lighting-ის პაკეტით საუკეთესო არჩევანია.