EV, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: 2021 წლის Ford Mustang Mach-E
Aa
Aa

EV, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: 2021 წლის Ford Mustang Mach-E

2021 წლის Ford Mustang Mach-E კომპანიის წარსულსა და მომავალს აერთიანებს. ის შთაგონებულია ავტომწარმოებლის ცნობილი „პონი ქარით“ და ექსკლუზიურად ელექტროა. მიუხედავად სახელისა, ეს ავტომობილი ბევრისთვის საყვარელი Mustang-ისგან ბევრად განსხვავდება. ბატარეის ორი არჩევანია. უკანაწამყვანი და ოთხივე წამყვანი ვერსია ხელმისაწვდომია. სალონი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე.

მიუხედავად ბევრი უნიკალური და ძლიერი მხარისა, ამ ავტომობილის გამოშვებამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრისთვის ასეთი დიზაინის ავტომობილისთვის Mustang-ის დარქმევა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ზოგმაც ახალი ავტომობილის უნიკალურობა დააფასა. Ford-ი კი იმედოვნებს, რომ ამ მანქანისადმი ინტერესი გაიზრდება და კრიტიკოსები აზრს შეიცვლიან. მანამდე კი ჩვენ ამ ელექტრო კროსოვერის ძლიერ და სუსტ მხარეებზე გესაუბრებით.

ფასი

  • Select: $44,995
  • Premium: $51,700
  • California Route 1: $53,500
  • First Edition: $61,000
  • GT: $61,600

2021 წლის Mustang Mach-E-ს გაყიდვები 2020 წლის ბოლოს დაიწყება. როცა ეს მოხდება, ყველაზე ადეკვატური არჩევანი Premium ვერსია იქნება. AWD ვერსია 435 კილომეტრის გავლის შესაძლებლობით, საუკეთესო არჩევანია. საბაზისო მოდელთან შედარებით, Premium მოდელი უფრო სწრაფად იმუხტება, 19-იანი დისკები, პანორამული სახურავი და Band & Olufsen აუდიო სისტემა აქვს.   

ძრავა და მართვადობა

2021 წლის Mustang Mach-E ხელმისაწვდომია, როგორ სტანდარტული 75.7 კვ/სთ-იანი ბატარეით, ასევე დიდი გამძლეობის 98.8 კვ/სთ-იანით. ელექტრო მოტორი მოთავსებულია უკანა, ან ორივე ღერძზე.

საბაზისო ვერსია უკანა ან ოთხივეწამყვანი ვერსიითაა ხელმისაწვდომი. ბატარეა - 75.7 კვ/სთ.  255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უკანა წამყვანს 414ნმ აქვს.  0-100კმ/სთ-მდე 6 წამში აღწევს. ოთხივეწამყვანის მაბრუნი მომენტი 565 ნმ-ია. 0-100კმ/სთ-მდე მისაღწევად დაახლოებით 5 წამი სჭირდება.

Premium ვერსია უფრო დიდი გამძლეობის ბატარეითაა. 288 ცხენის ძალასა და 414ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ - 6წმ.

Mach E California Route 1 მხოლოდ უკანაწამყვანია. მას 282 ცხენის ძალა და 414ნმ აქვს. ამ ავტომობილის გამძლეობა 483 კილომეტრია.

Ford Mustang Mach E First Eddition მხოლოდ ოთხივეწამყვანია. ის მის იაფიან ვერსიებზე ძლიერია. 333 ცხენის ძალა და 565ნმ აქვს.  

ორი მოტორი სპორტულ GT მოდელზეა. ჯამში 459 ცხენის ძალასა და 830ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 4 წამში აღწევს. 

ადაპტური ამორტიზატორები მართვის კონტროლის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე მართვადობაზე სულ ესაა რისი თქმაც შეიძლება. ავტოჟურნალისტებს ამ ავტომობილის გამოცდის საშუალება ჯერ არ მისცემიათ.

ბატარეა და გამძლეობა

2021 წლის Mustang Mach-E კომპანიის ელექტრო მანქანების ბაზარზე შესვლის მცდელობაა. იმისთვის, რომ მანქანა კონკურენტუნარიანი იყოს, ის Tesla-სავით სწრაფად უნდა იმუხტებოდეს. Ford-ის თქმით, DC სწრაფი დამტენით, Mach-E-ს 98.8კვ/სთ-იანი ბატარეა 10%-80%-მდე 45 წუთში იმუხტება. 75,7 კვ/სთ-იანი ბატარეა კი 38 წუთში. 

Electrify America DC fast-charging station-ის ტესტისას უკანაწამყვანმა „ფორდმა“ 98 კილომეტრის გასავლელი ენერგია 10 წუთში აღიდგინა. Tesla კი ამბობს, რომ მათი V3 სუპერდამტენით Model 3 120 კილომეტრის გასავლელად 5 წუთში იმუხტება. ოთხივეწამყვანი Mach E-ს შემთხვევაში 83 კილომეტრის გასავლელად საჭირო ენერგიით მანქანა კვლავ 10 წუთში დაიმუხტა.

საბაზისო მოდელი 115კვ-იანი სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობითაა. დანარჩენი მოდელები -150 კვ-იანი. ამჟამად ამ ასპექტში Porsche 350-კილოვატიანი სწრაფი დამუხტვით ლიდერობს. Tesla Model 3 და Model Y 250 კვ-ზე იმუხტება, S-ი და X-ი 150კვ-ზე.

 ექსტერიერი და ინტერიერი

ამ ავტომობილის ექსტერიერი ერთ-ერთი ასპექრი იყო, რამაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი მიიჩნევდა, რომ ავტომობილს „პონი ქართან“ საერთო არაფერი ჰქონდა. წინა „მუსტანგებისგან“ განსხვავებით, Mach-E არც კუპეა და არც კაბრლიოლეტი. ის კროსოვერია. ეს ტიპი Ford-მა იმიტომ შეარჩია, რომ სურდათ, ეს ავტომობილი ყოველდღიურობისთვის მაქსიმალურად გამოსადეგი ყოფილიყო.

წინა ნაწილის საკმაოდ აგრესიული შეხედულება აქვს. „ფორდის“ ოვალურ ლურჯ ლოგოს ვერსად ნახავთ. სამაგიეროდ, „მუსტანგის“ ლოგო ადგილზეა. წინა და უკანა მაშუქები „პონი ქარის“ სტილისაა. სახურავი, კუპეს მსგავსად, დახრილია. ავტომობილს კარის სახელურები არ აქვს. თაღები ფართოა. დისკების ზომა - 18-20.  

Ford Mustang Mach E-ს სალონი 5 ადამიანისთვისაა. ინტერიერში ამ ავტომობილს „პონი ქართან“ კიდევ უფრო ნაკლები აქვს. მონაცემთა დაფა ციფრულია. სენსორული ეკრანი ვერტიკალურია. წინა სავარძლებს შორის ნივთების შესანახი ადგილია.  

სალონში არაცხოველური ტყავია გამოყენებული. სინათლეები კონტროლირებადია, წინა სავარძლები და საჭე - გათბობადი.  

ბატარეა იატაკს ქვემოთაა მოთავსებული. ამგვარად, ბარგისთვის სივრცე არ იკარგება. უკანა საბარგულის მოცულობა 821 ლიტრია. სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი მოცულობა 1688 ლიტრამდე იზრდება. ასე რომ, ბარგისთვის სივრცე სალონშიც და საბარგულშიც საკმარისზე მეტია.

 საინფორმაციო-გასართობი სისტემა

Mach-E-ს „ფორდის” ახალი თაობის SYNC საინფორმაციო-გასართობი სისტემითაა აღჭურვილი. სენსორული ეკრანი 15.5 ინჩიანია. ფუნქციებთან წვდომა სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი. „ფორდი“ პროგრამას დრო და დრო განაახლებს და ახალ ფუნქციებს დაამატებს. Apple CarPlay, Android Auto, Wi-Fi ჰოთსფოთი და Bang & Olufsen-ის 10-დინამიკიანი სისტემა სტანდარტულია.

 

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

2021 წლის Mustang Mach-E National Highway Traffic Safety Administration-ს ან Insurance Institute for Highway Safety ჯერ არ შეუმოწმებია. ამ ავტომობილს მძღოლის დამხმარე ფუნქციები უხვად აქვს. ძირითადი ფუნქციებია:

  • წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭება;
  • უხილავი წერტილის მონიტორინგი და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება;
  • ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა.

დასკვნა

ავტომობილი ჯერ ახალია და მასზე ბევრი დეტალი არც ვიცით. თუმცა, რაც ვიცით საკმარისია იმისთვის, რომ მასზე ვიმსჯელოთ. იქნებ ის სულაც არაა ისეთი ცუდი, როგორც ბევრს ჰგონია? მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილს „პონი ქართან“ საერთო თითქმის არაფერი აქვს, ის მწარე კრიტიკა, რაც მან დაიმსახურა, შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბებულია. Mach-E-ს უნიკალურობა დასაფასებელია. Ford-ი მრავალფეროვნებას გვთავაზობს. როგორ ვერსიების, ასევე ბატარეის. სალონი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე. მგზავრებისთვის და ბარგისთვის სივრცე საკმარისზე მეტია. თუ სახელის მის ექსტერიერთან შეუსაბამობა არ გაღიზიანებთ და ამ ავტომობილის შეძენას მაინც გადაწყვეტთ, მაშინ Premium ვერსია საუკეთესო არჩევანია.

 

მსგავსი სიახლეები