Aa Aa
18 ივლისი 2020  |  12:25

2020 წლის Polaris Slingshot Grand Touring LE შეზღუდული რაოდენობით გამოვა

ეს ტრიციკლი მხოლოდ 300 ეგზემპლარად გამოვა.

Polaris Slingshot-ის შეძენა გარკვეულ ემოციებთან არის დაკავშირებული. სხვაგვარად რატომ ენდომებოდა ვინმეს $25,000-ს გადახდა უსახურავო  ტრიციკლში, რომელიც ორ ადამიანსაც ძლივს იტევს?  

პრაქტიკულობას და ნამდვილ სახურავს ეძებთ? მაშინ სჯობს ფული სუვის შეძენაში დახარჯოთ. ეს ტრიციკლი მოტოციკლის მსგავს დინამიკურ მართვაობას გვთავაზობს. სავარძელი ძალიან კომფორტულია. 2020 წელს Polaris-ი უფრო შორს წავიდა და სპეციაულური გამოშვება Slingshot Grand Touring LE შემოგვთავაზა. ის მხოლოდ 300 ეგზემპლარად გამოვა.

მისი ფასია $33,999. Grand Touring LE-ს თვალისმომჭრელი მწვანე საღებავი აქვს. დისკები ბრინჯაოს ფერისაა. წინ 18-იანი დისკებია, უკან ერთი - 20-იანი. სალონიც დახვეწილია. შავ ფერზე ბრინჯაოსფერი აქცენტებია. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 7.0-ინჩიანია. ნავიგიციის ფუნქცია სტანდარტულია.

Grand Touring LE-ს 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 178 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.დამატებითი $599.99-ის გადახდის შემთხვევაში, თქვენ 203 ცხენის ძალას მიიღებთ.  

Polaris-ს 5-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს გვთავაზობს.  მიუხედავად იმისა, რომ Slingshot R 203 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ის $7,500-ით ნაკლები ღირს. მას შესანიშნავი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ.

გაზიარება: