Aa Aa
17 მარტი 2020  |  14:05

Toyota Camry TRD იმაზე იშვიათია, ვიდრე გეგონათ

Toyota 2020 წელს 6000 ცალი Camry TRD-ის წარმოებას გეგმავს. ეს მოდელები იმაზე სწრაფად იყიდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

2020 წლის Toyota Camry TRD-ს კარგი ექსტერიერი და ხმა აქვს. კარგადაც იყიდება. შესაძლოა ის ყველაზე ლამაზი Camry-ია, მაგრამ ყველაზე ძვირი ნამდვილად არა. V6-ძრავიანი XSE მოდელი, 4000 დოლარით ძვირია, ვიდრე TRD. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ მანქანებს დილერები საკმაოდ სწრაფად ყიდიან.

2020 წლის Toyota Camry TRD-ს ფასი  $32,125-დან იწყება. თუ მეტი სიჩქარე გსურთ, შეგიძიათ XLE და XSE - 301 ცხენისძალიანი, 3.5 ლიტრიანი V6 მოდელები შეიძინოთ. „ტოიოტას“ განცხადებით, გაყიდული მანქანებიდან V6 მხოლოდ 6 პროცენტი იყო.

დამატებული აერო, შავი TRD დისკებით, სპორტული მაყუჩით და უკანა ფრთით, მოსაწყენი საოჯახო სედანი სპორტული იერის ავტომობილად იქცა. ზოგ მანქანას წითელი საღებავიც აქვს, თუმცა მათი შოვნა არც თუ ისე ადვილია.  

სედანები „ტოიოტას“ ოჯახიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდა და გასაკვირიც არაა, რომ ასე სწრაფად იყიდება. ამიტომ, მათ, ვისაც ამ ავტომობილის შეძენა სურთ, ურჩევნიათ იჩქარონ.

.

გაზიარება: