მაიკლ ფუქსმა Hispano-Suiza Carmen-ი თავისი სახელობის ფერში შეუკვეთა
მაიკლ ფუქსი, მატრასების კომპანიის Comfort Revolution-ის აღმასრულებელი დირექტორი, თავის კოლექციას ახალ ავტომობილს დაამატებს.
ფუქსი ცნობილია განსხვავებული და გამოკვეთილი ფერების სიყვარულით. ფერიც კი არსებობს, რომელსაც მისი სახელი აქვს. ის თავდაპირველად McLaren 720S-ისთვის შეიქმნა, რომელიც ფუქსმა 2017 წელს შეიძინა. ამ ფერს ფუქსის საპატივცემულოდ Fux Fuchsia უწოდეს.
ახლა ფუქსმა ელექტრო სუპერქარი Hispano-Suiza Carmen შეუკვეთა. Hispano-Suiza –მ სურათები გამოაქვეყნა, რომელზეც ავტომობილს Fux Fuchsia ფერი აქვს. კომპანიის განცხადებით, 1 000-ცხენისძალიანი ელექტრო მანქანის სხვა ზუსტი ეგზემპლარი არ იქნება.
კარმენი 2019 წელს გამოჩნდა და უფრო ძლიერ, ტრეკზე ორიენტირებული Carmen Boulogne-სთან ერთად წარმოადგინეს. ის კარბონისგანაა აგებული და 80კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს.
Hispano-Suiza 14 ეგზემპლარი Carmen-ის აგებას აპირებს. ფასი 1.5 მილიონი ევროდან დაიწყება. პირველ ეგზემპლარს მყიდველს 2022 წელს მიაწოდებენ.