1998 წლის იშვიათი Subaru Impreza 22B STi დაბალი გარბენით აუქციონზე იყიდება
იშვიათი 1998 წლის Impreza 22B STi დაბალი გარბენით!
Subaru-ს გულშემატკივრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს კოდი 22B. 1998 წლის Impreza 22B STi ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კომპაქტური ავტომობილია. ეს კუპე იშვიათი JDM ლეგენდაა, რომელიც სულ 400 ეგზემპლარად გამოვიდა. ეს ავტომობილი მხოლოდ ცოტა ხნით Subaru-ს 40 წლის აღსანიშნავად გამოდიოდა. იაპონიის გარეთ სულ 24 ეგზემპლარი მოხვდა. მათგან 16 კი დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდა.
ეს კონკრეტული ავტომობილი იმ 16 ეგზემპლარიდან არ არის. ეს ავტომობილი ოჯახმა იაპონიაში იყიდა და ბრიტანეთში შეიყვანა. ის არის 309-ე 400-დან და ახლა Appreciating Classics-ზე იყიდება.
აღწერის თანახმად, 1998 წლის Impreza STi-ი მხოლოდ რამდენჯერმე ატარეს. მას სულ 436 კილომეტრი აქვს გავლილი. ეს ავტომობილი ახალივითაა და ერთგვარი დროის კაფსულაა. დიდი ნაწილი გარედანაც და შიგნიდანაც ორიგინალია და შესანიშნავ მდგომარეობაშია. მათ შორის საღებავიც.
Appreciating Classics -ისთვის მოსამზადებლად სულ რამდენიმე ნაწილი გამოცვალეს. მაგალითად, წყლის ტუმბოები და ფილტრები.
სწორად მიხვდითსაუკეთესო მდგომარეობაში მყოფი 1998 წლის Impreza 22B STi $370,000 ღირს. ეს ავტომობილი კოლექციონერებისთვის ნამდვილად ღირებული დამატებაა.