ეკოლოგია და სილამაზე ერთ სხეულში: 2020 Ford Fusion Hybrid
Aa
Aa

ეკოლოგია და სილამაზე ერთ სხეულში: 2020 Ford Fusion Hybrid

ელექტრომობილებით შეპყრობილ სამყაროში ავტომწარმოებლების უმეტესობა მყიდველებისთვის ჰიბრიდული ვერსიის შეთავაზებას ცდილობს. მართალია, „ფორდის“ სურვილი მხოლოდ კროსოვერების წარმოებაზე გადასვლაა, მაგრამ, ის  მესამე თაობის Ford Fusion-ის ჰიბრიდ ვერსიებს - სტანდარტულსა და „ფლაგ-ინს“ მაინც გამოუშვებს. მისი კონკურენტები Honda Accord Hybrid და Toyota Camry Hybrid არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს Kia Optima Hybrid-იც.

ახალი Fusion-ის ფასი კომპლექტაციის მიხედვით $28,000-დან  $34,595-ამდე მერყეობს. თუმცა, შეძლებს კი „ფორდის“ საშუალო ზომის ჰიბრიდი კონკურენციის გაწევას? შევეცდებით ამ კითხვას ვუპასუხოთ.  

 

რა განხვავებაა  2019 Fusion Hybrid-თან?

2020 წლისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. დააკლდა მხოლოდ წინა სავარძლების ზოგიერთი რეგულაცია, რომლებიც ალბათ „ფორდმა“ ზედმეტად მიიჩნია.  

ექსტერიერი

Ford Fusion-ი ტიპურ საშუალო ზომის სედანს ჰგავს. გრძელი წინა, მოკლე უკანა ნაწილით და 4 კარით. 17-იანი ალუმინის დისკები ვერცხლისფრად ბრჭყვინავს. LED წინა მაშუქები მხოლოდ SEL მოდელებზეა. სხვა დანარჩენებს უკანა LED მაშუქები აქვს. ყველა მოდელს ერთი მაყუჩი აქვს. SEL და ტიტანიუმ მოდელების სახელურები ქრომისაა.  

 

ინტერიერი

Fusion Hybrid-ში ადგილი 5 ადამიანისთვისაა. თუმცა, უკანა სავარძლის შუა ადგილზე მხოლოდ პატარა ბავშვი თუ მოთავსდება. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებისთვის დიდი ადგილია, უკანა სავარძლების ზემოთ თავის სივრცე დახრილი სახურავის გამო დადაბლებულია, რამაც მაღალ მგზავრებს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას. სავარძლები ფართო და კომფორტულია. წინა ადგილები ადაპტირებადია.  

ძრავა და ტრანსმისია

Fusion Hybrid 2.0-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 141 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რასაც 88 კილოვატიანი ელექტრო მოტორი ემატება და ჯამში 188 ცხენის ძალას ვიღებთ. ძალა მთლიანად წინა ბორბლებს მიეწოდება, რასაც ვარიაციული ავტომატური ტრანსმისია უზრუნველყოფს. 0-100კმ/სთ-ამდე 9.0 წამში ჩქარდება, რაც ბევრად ნელია, ვიდრე Toyota Camry, რომელიც 0-100კმ/სთ-ამდე 7.6 წამში ადის. იმისათვის, რომ ჰიბრიდი ამუშავდეს, აქსელერატორზე ფეხის ძლიერი დაწოლაა საჭირო. დაბალ და საშუალო სიჩქარეზე „ფორდი“ კარგი სატარებელია. ამ მანქანაზე CVT (ვარიაციული გადაცემათა კოლოფი) კარგად მუშაობს. ტრანსმისიას მაღალ სიჩქარეზე მუშაობა უჭირს.  

 

ეკონომიურობა

Fusion Hybrid-ი  შთამბეჭდავად ეკონომიური ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ბენზინზე მომუშავე მოდელთან შევადარებთ. ქალაქში 100კმ-ზე 5.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 5.7ლიტრს, შერეული წვა კი 5.6 ლიტრია. ეს საკმაოდ ეკონომიურია, თუმცა მის კონკურენტებს Toyota Camry-ისა და Honda Accord-ის ჰიბრიდებს შერეული წვა 4.5 ლიტრი აქვთ. სავსე ავზით „ფორდს“ 947 კილომეტრის გავლა შეუძლია. ელექტრომოტორი ჰიბრიდის რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით იტენება.

აღჭურვილობა

2020 წლის მოდელი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას სტარტ-სტოპის ღილაკი და მოძრავი საჭე აქვს. ასევე ავტომატურად ადაპტირებადი უკანა ხედვის სარკე, მძღოლის 10-გვარად ადაპტირებადი  სავარძელი, კომპასი, აქტიური ხმაურის კონტროლი მოყვება. SEL მოდელებს საჭეზე ტყავის საფარი, გათბობადი წინა სავარძლები და ინტერიერის სარკეები აქვს. ტიტანიუმ მოდელებს სტანდარტული აღჭურვილობა მოყვება, რაც გათბობად საჭეს, გათბობად და გაგრილებად წინა სავარძლებს და ელექტრო ლიუკს მოიცავს.

ყველა Fusion Hybrid-ი „ფორდის“ თანამედროვე  SYNC 3 საინფორმაციო-გასართობი სისტემით არის აღჭურვილი.  მისი გამოყენება ადვილია. მას აქვს ბლუთუზი, ხმით გააქტიურებადი ნავიგაცია, SiriusXM რადიო. 8-ინჩიანი LSD ეკრანი ამ მოდელებისთვის სტანდარტულია. დინამიკების რაოდენობა მანქანის პაკეტის მიხედვით განსხვავდება. მინიმალური რაოდენობა არის 9. ყველა მოდელს მოლოდ 2 USB პორტი აქვს. Sony-ს აუდიო სისტემა არც თუ ისე მაღალი ხარისხისაა.

 უსაფრთხოება

NHTSA- შეფასებაში 2019 წლის მოდელმა 5-დან 4 ვარსკლავი დაიმსახურა და 2020 წლის მოდელი მისგან ცოტათი თუ განსხვავდება. უსაფრთხოების ფუნქციები ყველა მოდელს სტანდარტული აქვს: წინა შეჯახების გაფრთხილება, ავტომატური დამუხრუჭება, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა, უხილავი წერტილის მონიტორინგი, უკანა მოძრაობაზე გაფრთხილება. ასევე სტანდარტულია წვიმაზე მგრძნობიარე საქარე მინის საწმენდები, უკანა ხედვის კამერა და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი. უსაფრთხოების რვა ბალიში აქვს. მათ შორის ორი პილოტის და მისი გვერდითა მგზავრის მუხლებთან. როგორც ხედავთ, ავტომობილს საკმარისი უსაფრთხოების სისტემები აქვს იმისთვის, რომ თქვენი ნდობა დაიმსახუროს.

შეჯამება

2020 წლის Ford Fusion Hybrid-ი 2019 წლის მოდელისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ავტომობილი სამკაოდ კომფორტულია. ეკონომიურიცაა, თუმცა ამ კრიტერიუმში მის მთავარ კონკურენტებს საკმაოდ ჩამორჩება. აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათი გამოყენება რთული სულაც არაა. უსაფრთხოების ფუნქციებიც საკმარისად აქვს, თუმცა აირჩევთ თუ არა მას, როცა Honda Accord Hybrid და Toyota Camry Hybrid არსებობს, ეს უკვე თქვენი გემოვნების საკითხია.

მსგავსი სიახლეები