Aa
Aa

გორდონ მიურეის ახალი სუპერქარის V12 ძრავა პირველად დაქოქეს

ახალ სუპერქარს T50 ერქმევა!

გორდონ მიურეის ბევრი ავტომობილის დიზაინი შეუქმნია. ფორმულა 1-ის  ბოლიდიდან დაწყებული, McLaren F1-ით დასრულებული. ის ახლა ახალ პროექტზე მუშაობს, რომელსაც ყველაზე დიადი სუპერქარის „ანალოგს“ უწოდებს.

მას T50 ჰქვია. ავტომობილს ახალი ბრენდი Gordon Murray Automotive 2022 წლის დასაწყისში გამოუშვებს. Cosworth-ის დიზაინით შექმნილი V12 პირველად დაქოქეს.  

რადგან ეს პირველი დაქოქვა იყო, ძრავის ბრუნი 1,500-მდე შეზღუდეს. მიურეის თქმით, დასრულებულ ძრავას 12,100 ბრუნი წუთში შეეძლება. ეს რიცხვი, 1,000-ით მეტია, ვიდრე Aston Martin Valkyrie-სა და Mercedes-AMG One ჰიპერქარების შემთხვევაში.

ძრავა 3.9-ლიტრიანი იქნება და 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xtrac-ის განვითარებული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს გადასცემს.

აგრეგატი მაილდ ჰიბრიდული იქნება. 48-ვოლტიანი მოტორ-გენერატორი 30 ცხენის ძალას გამოიუმუშავებს. ვარაუდობენ, რომ ჯამში ცხენის ძალების რაოდენობა 700-მდე გაიზრდება.

კონსტრუქცია ძალიან მსუბუქი იქნება, ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ავტომობილის მასა იქნება სამჯერ ნაკლები, ვიდრე ნებისმიერი სუპერქარისა. ამას ძრავის მსუბუქი აგებულებაც განაპირობებს. ნაწილები ტიტანიუმისაა.

დამწოლი ძალის გარდამქმნელი პროპელერის ტექნოლოგია იგივეა, რაც მიურეიმ Brabham BT46B-ის აგებისას გამოიყენა ამ ბოლიდმა ნიკი ლაუდას 1978 წლის შვედეთის გრან პრიზე გამარჯვება მოუტანა. ეს პროპელერი ქვემოდან მთლიან ჰაერს შეისრუტავს. ეს დაბალ წნევას შექმნის. დამწოლი ძალა და დიდი ფრთა... ესაა, რასაც მაღალი ტექნიკური შესაძლებლობების ავტომობილი ეყრდნობა ხოლმე.   

T50-ს მხოლოდ 100 ეგზემლარად ააწყობენ. ამას დამატებით, 25 მხოლოდ ტრეკისთვის აიწყობა. თითოეულის ღირებულება $2.5 მილიონი იქნება.

ეს კი Gordon Murray Automotive-ის მხოლოდ დასაწყისია.

მსგავსი სიახლეები