საწვავი, დიზელი, ამერიკული საწვავი, ევროპული საწვავი, ოქტანური რიცხვი, ბენზინი
Aa
Aa

რა არის ოქტანური რიცხვი: რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ საწვავს შორის?

ჰაერისა და საწვავის ნარევის ძრავაში მოხვედრისას საწვავის ოქტანობა შიგა წვის კამერაში აფეთქების სრულყოფას  განაპირობებს, რაც საწვავის ეკონომიასა და ავტომობილის შესაძლებლობებზე პირდაპირ ახდენს გავლენას.

ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: „ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ცუდი საწვავია, ვიდრე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში“.  ეს ძალიან არასწორი მტკიცებაა. საწვავი შეერთებულ შტატებში ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამერიკელები თავიანთი საწვავის ოქტანებს სხვაგვარად ითვლიან. ისინი განსხვავებულ სისტემას იყენებენ და ამის გამო რიცხვებიც განსხვავებულია.  

საწვავის ხარისხი სხვადასხვა ტესტით იზომება. საწვავის ხარისხის შესამოწმებელი ტესტის მიხედვით, ჩვენ შემდეგ მაჩვენებლებს ვიღებთ:

  • საკვლევი ოქტანური რიცხვი (RON) ევროპასა და დანარჩენ ქვეყნებში გამოიყენება. განისაზღვრება საკვლევი მეთოდით. უჩვენებს ბენზინის დეტონაციისადმი მდგრადობას დაბალი და საშუალო დატვირთვით მუშაობისას
  • მოტორული ოქტანური რიცხვი (MON) - ბენზინის ოქტანური რიცხვი, რომელიც განისაზღვრება მოტორული მეთოდით; უჩვენებს ბენზინის დეტონაციისადმი მდგრადობას მაღალი დატვირთვით მუშაობისას;

რადგან MON ტესტი უფრო რთულ პირობებში ტარდება, MON რიცხვი RON-ზე ყოველთვის უფრო დაბალია.

 

ევროპა ამერიკის წინააღმდეგ

ევროპაში ბენზინგასამართი სადგურები ბენზინის ხარისხს RON რეიტინგის მიხედვით საზღვრავენ. ძირითადად, 100, 99, 98, 97 ან 95 RON საწვავი აქვთ და ფასებშიც განსხვავებაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერა RON-ს ჰგავს, მაგრამ ის არაა.

ამერიკაში ბენზინგასამართი სადგურები საწვავის ტიპს AKI-თ ან PON-ით აღწერენ. ეს არის საშუალო რიცხვი RON-სა და MON-ს შორის. გაუგებრობას სწორედ ეს იწვევს.

თუ საწვავი 95 RON და 87 MON-ია, მაშინ ის 91 PON-ია.

რომელი ოქტანური საწვავი უნდა გამოიყენოთ?

უნდა გამოიყენოთ ის საწვავი, რომელიც თქვენი ავტომწარმოებლის მიერაა რეკომენდირებული. შეამოწმეთ მფლობელის სახელმძღვანელო. ზოგიერთი ავტომწარმოებელი შედარებით მაღალი ოქტანობის საწვავს ითხოვს. 

რატომ ითხოვს ზოგიერთი ავტომწარმოებელი უფრო მაღალი ოქტანობის საწვავს?

მაღალი ოქტანობის საწვავი ძირითადად ისეთ ავტომობილებს სჭირდება, რომლებსაც კორმპრესორი ან ტურბოდაბერვის ძრავა აქვს. ცილინდრში წნევის გაზრდა ჰაერის და საწვავის ნაერთიდან ძრავას მეტი მექანიკური ენერგიის გამოყოფის საშუალებას აძლევს, მაგრამ, პრე-დეტონაციის ასარიდებლად, მაღალი ოქტანობის საწვავი სჭირდება. ასეთ ძრავებში მაღალი ოქტანობის საწვავი საწვავის ეკონომიას აუმჯობესებს.

რა მოხდება თუ საჭიროზე დაბალი ოქტანობის საწვავს გამოვიყენებთ?

რეკომენდირებულზე დაბალი ოქტანობის საწვავის გამოყენებამ შესაძლოა ძრავის დაზიანება და ბუნებაში მავნე ნივთიერების გამოყოფის ზრდა გამოიწვიოს. ძველ მანქანებში შესაძლოა დეტონაციური კაკუნიც. ახალი ავტომობილი წვის ტემპს ეგუება და კაკუნს არ იწვევს, მაგრამ ძრავის დაზიანების და საწვავის ეკონომიის გაურესების გამოწვევა შეუძლია.

რეკომენდირებულზე მაღალი ოქტანობის გამოყენება გააუმჯობესებს საწვავის ეკონომიას და ავტომობილის ტექნიკურ შესაძლებლობებს?

გააჩნია პირობებს, მაღალმა ოქტანობის საწვავმა შესაძლოა წვა და ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამციროს მაშინ, როცა ავტომობილი მძიმე სამუშაოს ასრულებს, ბუქსირებისას, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდში. ჩვეულებრივ მართვის პირობებში კი სხვაობა შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.

მსგავსი სიახლეები