2021 წლის BMW X7 Dark Shadow Edition-ი შეზღუდული რაოდენობით გამოვა
BMW X7 Dark Shadow Edition-ი შეზღუდული რაოდენობით გამოვა.
2021 წლის BMW X7 Dark Shadow Edition-ი დიდი ზომის ელიტური კროსოვერების მოყვარულებს, რაღაც უფრო მეტს სთავაზობს. ეს ავტომობილი მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოვა.
Shadow Edition-ი BMW-ს „გაყინულ არქტიკულ ნაცრისფერშია“, რაც მუქ ნაცრისფერს გულისხმობს. ავტომობილის კარებზე, საჰაროებთან, ცხაურაზე, სარკეებზე მბზინავი შავი დეტალებია. ტრაპეციის ფორმის მაყუჩის მილებს ქრომის შავი დეტალები აქვს. კროსოვერი 22-იან დისკებზეა, რომლებსაც ასევე შავი ფერის დეტალები აქვს.
სალონში Merino-ს ტყავის საფარია. ინტერიერი ორ ფერშია, მუქ ლურჯსა და შავში. Alcantara-ს საფარი ლურჯ ფერშია. პანელებზე, ხელის დასადებებზე და მონაცემთა დაფაზე Nappa-ს ტყავის საფარია. ცენტრალურ კონსოლზე შავი ფერია.
ორი ცალკეული უკანა სავარძლის ნაცვლად, ერთი გრძელი სავარძლის არჩევა შეგიძლიათ, რომელიც სამ ადამიანს იტევს.
Dark Shadow Edition-ი X7 M50i მოდელზეა დაფუძნებული. ამ მოდელს 4.4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა აქვს, რომელიც 523 ცხენის ძალასა და 750ნმ-ს მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. ეს მოდელი AWD-ა და M Sport-ის მუხრუჭები აქვს.
X7 Dark Shadow Edition-ის ფასი $119,495-ია. ავტომობილის წარმოება ამერიკისთვის წლის ბოლოს დაიწყება და მხოლოდ 75 ეგზემპლარი აიწყობა, დანარჩენი მსოფლიო კი ამ ვერსიას აგვისტოში მიიღებს.