„მერსედესის" დიზელის ძრავის დაქოქვას დიდი ძალისხმევა 16 წლის შემდეგაც არ სჭირდება
მცირედი შრომა წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
ხშირად ამბობენ, რომ სათანადო მოვლის შედეგად დიზელის ძრავები დიდხანს მოგემსახურებათ. ნაჩვენები ვიდეო ამ დებულებას ადასტურებს. „იუთუბერ“ Flexiny-ის ბოლო მონტაჟი Mercedes-Benz-ის დიზელის ძრავას ეხება, რომელიც 16 წლიანი უმოქმედობის შემდეგ კვლავინდებურად მუშაობს.
1988 წლის Mercedes-Benz W124-ის გაცოცხლების სამუშაოები სამალავიდან ამოყვანით დაიწყო. გასაოცრად, ოთხიდან სამ საბურავს ჰაერი ჯერ კიდევ ეჭირა. სამუშაოდ უკეთესი პოზიციის შერჩევის შემდეგ, ძრავაში ჩახედვის დროც მოვიდა. მფლობელი გაკვირვებული ხუფის გაღების შემდეგაც დარჩა. ძრავის ნაწილების უმრავლესობა ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ზეთის საზომი ღეროც სველი დახვდა.
მას შემდეგ, რაც ბატარეა შეცვალეს, მაჩვენებელთა დაფაზე გამაფრთხილებელი ნათურა აინთო. ელექტროობის ნორმალურად ფუნქციონირებას დიაგნოსტიკა და მცირედი ხრიკების გამოყენება დასჭირდა.
ელექტროობის გამართვის შემდეგ ფოკუსი ძრავაზე გადაიტანეს. რიგი კომპონენტების გაპოხვით ძრავა დატრიალდა, თუმცა, არ დაიქოქა. ძრავის წინა ნაწილში სარტყელის მოხსნამ, როგორღაც, ძრავა უპრობლემოდ აამუშავა. სითხეების შეცვლისა და სარტყელის გამოცვლის შემდეგ, დიზელის ძრავა, უწინდებურად მუშაობს. გადაცემათა კოლოფის მუშაობის ხილვაც სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა, „სანამ გავირბენთ ჯერ სიარული უნდა შეგვეძლოს“.
დაქოქოქილი ძრავა სრულად გამართულად არ ჟღერდა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. ჩვენი გაოცება მისმა უბრალოდ მუშაობამაც კი დაიმსახურა.