Ghostbusters-ის Ecto-1 თავდაპირველად შავი ფერის უნდა ყოფილიყო
რატომაა Ecto-1 ლეგენდარული?
რა აქცევს ფილმში გამოჩენილ ავტომობილს ლეგენდარულად? ის სცენა, რომელშიც ჩანს? მისი შესაძლებლობები? მისი შესახედაობა? რა იქნებოდა ავტომობილი სხვა ფერის რომ ყოფილიყო? სხვა მარკის და სხვა მოდელი? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა რთულია. რა იქნებოდა, Ecto-1 1984 წლის Ghostbusters-იდან თეთრი ფერის რომ არ ყოფილიყო?
Ecto-1-ის აღდგენის ვიდეოდან დადგინდა, რომ ეს ავტომობილი თავდაპირველად შავი უნდა ყოფილიყო. ამაზე ფილმის ვარსკვლავმა დენ აკროიდმა ისაუბრა. გარდა ამისა, ლეგენდარული ლურჯი მაშუქები იისფერი უნდა ყოფილიყო, რაც 1959 წლის Cadillac-ს სრულიად შეცვლიდა. მთავარი კითხვა კი ასეთია: შეძლებდა ფერების ეს კომბინაცია მანქანის ლეგენდარულად ქცევას?
Ecto-1 განახლებამდე მძიმე მდგომარეობაში იყო. ჟანგი ჰქონდა, ნაწილები გამოსაცვლელი იყო და ინტერიერის საფარი განახლებას საჭიროებდა. სახურავზე მოთავსებულ ციმციმას არ შეხებიან, რადგან მისი ნაწილები 80-იანი წლებიდანაა და დღეს ძნელი საპოვნელია. იმისთვის, რომ მანქანა მაქსიმალურად თანამედროვეს დამსგავსებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარი თქვეს.
აკროიდმა აღიარა, რომ სასწრაფო დახმარების თეთრი ავტომობილი გვერდზე ლოგოთი კარგი არჩევანი იყო. იისფერი სინათლეების ხილვაც ცოტათი უცნაური იქნებოდა. იმის მიზეზი, რომ ამ ავტომობილზე 30 წლის მერეც ვსაუბრობთ, ნამდვილად არსებობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Cinema Vehicle Services-ში ამ ავტომობილს მეორე სიცოცხლე აჩუქეს, მასზე ლაპარაკი კიდევ დიდხანს მოგვიწევს.