ეს არც ისე რთულია: როგორ გავასუფთაოთ ძრავა
ავტომობილის ბევრი მფლობელი ძრავის საკუთარი ხელით გაწმენდისას თავს იკავებს. ძრავას ბევრი რამ უერთდება. ამ ყველაფრის გაწმენდაზე ფიქრიც კი ზოგისთვის დამღლელია.
სინამდვილეში კი ავტომობილის დასუფთავებისას ძრავის გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაწილია. სულ რამდენიმე რჩევის გათვალისიწინებით სასურველი შედეგის მიღება არ გაგიჭირდებათ.
დღევანდელი ძრავები ისეთი არაა, როგორც წინათ. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ძრავის გაწმენდა ასე ადვილი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა.
- ძრავის დიდი ნაწილი პლასტმასითაა დაფარული.
- ელექტრო დამაკავშირებლები მყარი პლასტმასით მთლიანად დაცულია.
- ანთების ელექტრონული სისტემა ძველებურ კარბურატორებს და მანაწილებლებს გამორიცხავს.
- ალტერნატორი ერთადერთი მგრძნობიარე და განსაკუთრებულად საფრთხილო ნაწილია.
თანამედროვე ძრავები წყლისგან, ჭუჭყისგან და სხვა საზიანო ელემენტებისგან მაქსიმალურად დაცულია. ალტერნატორი ერთადერთი ნაწილია, რომელიც შესაძლოა რისკის შემცვლელი იყოს, მაგრამ, კარგი ამბავი ისაა, რომ ალტერნატორი წყალთან პირდაპირი შეხებისას საფრთხეს არ წარმოადგენს.
1. არასდროს გაწმინდოთ ცხელი ძრავა. ძრავის გასაწმენდად ყველაზე კარგი დროა დილა, როცა ავტომობილი მთელი ღამე გაჩერებული იყო. ცხელ ძრავაზე ცივი წყალის შესხმა რეკომენდირებული არ არის. ამან შესაძლოა მიკრო ბზარები გამოიწვიოს. შესაძლოა გაწმენდამდე ძრავის გაცხელება გირჩიონ. თუ ამას გადაწყვეტთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ძრავა სულ მცირედით თბილი უნდა იყოს. თუ ზედმეტად ცხელია, მაშინ ცხიმგამცლელი საშუალება დადნება და ძრავას ლაქად დააჩნდება.
2. სანამ გაწმენდას დაიწყებთ, დაფარეთ ალტერნატორი, ფილტრები და ჰაერის შემწოვები. ეს ის ნაწილებია, რომლებსაც წყალი და ცხიმგამცლელი საშუალება არ უნდა მოხვდეს. ამიტომ, დაფარეთ ეს ნაწილები პოლიეთილენის პარკით ან რაიმე სხვა ეფექტური საშუალებით.
3. დაიწყეთ ცხიმგამცლელით ძრავის გასუფთავება. განსაკუთრებით ყურადღებით გაწმინდეთ სითხეების კონტეინერები და მილები. ეს ნაწილები ყველაზე მეტად ბინძურდება. არ დაგავიწყდეთ ძრავის უკანა მხარის გაწმენდა. გაწმინდეთ იქამდე, სადამდეც შეძლებთ, რომ მიწვდეთ. ცხიმგამცლელი დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენს ნაცვლად ყველა საქმეს ვერ გააკეთებს. მისი გაცლა წყლის დაბალი ნაკადითაა საჭირო. ჭუჭყის დიდი ნაწილი ჩამოშორდება. დარჩენილი ჭუჭყიანი ნაწილი კი შეგიძლიათ უბრალოდ ნაჭრის გადასმით გაასუფთაოთ.
4. კარგია, თუ სპეციალურად ძრავისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალება გექნებათ. რასაც ხელით ვერ მიწვდებით, ჯაგრისით გაწმინდეთ. ეს ჯაგრისი აუცილებლად რბილი უნდა იყოს. უხეში ჯაგრისი პლატმასზე ნაკაწრებს გააჩენს.
გასაწმენდად კარგი იქნება, თუ სპრეის ბოთლში საპნიან წყალს ჩაასხამთ. ხელით წმენდის პროცესში ეს ყველა საჭირო წერტილთან მიწვდომაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე პირსახოცი გექნებათ და ბოლოს გაამშრალებთ.
5. მას შემდეგ, რაც ყველაფერს გაწმენდთ, გაპრიალების დრო მოდის. პლასტმასის ზედაპირის და მილების კარგად გასაპრიალებად გაწმინდეთ ისინი ფრთხილად და დარწმუნდით, რომ სიცხისგან, ლაქებისგან და ჭუჭყისგან დაცულია.
ამ ყველაფრის შემდეგ ძრავა ახალივით გამოიყურება. ამ პროცედურის წყალობით, შემდგომში რაღაც პერიოდის განმავლობაში ნაჭრის უბრალო გადასმაც კი საკმარისი იქნება. რა თქმა უნდა, ამ პროცესს დრო და შრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ნამდვილად სასიამოვნოა.