PerformMaster-ის ნამუშევარი Mercedes-AMG G63-ს საუკეთესო ვერსიაა
კაპოტის ქვეშ 800+ ცხენის ძალა იმალება.
ჰორიზონტზე ახალი Mercedes-AMG G63 გამოჩნდა და მასზე PerformMaster-ია პასუხისმგებელი. Brabus-მა, Mansory-მ დაHofele-მ ამ ავტომობილის თავისებური ხედვა უკვე შემოგვთავაზა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ PerformMaster-ის ვერსია ყველაზე დახვეწილია.
PerformMaster-ის პაკეტი კარბონის მეტ დეტალს მოიცავს, მათ შორის ფრთის თაღის საფართოებელ პანელებს, წინა და უკანა საშხეფარებს, სპლიტერს, დიფუზორს და ა.შ. კიდევ უფრო გაუჯობესებული პაკეტი კარბონის კაპოტის დეტალებს და ფრთებს მოიცავს.
განახლებული ექსტერიერი გაძლიერებულ 4.0-ლიტრიან V8 ძრავას შეეფერება. ეს ძრავა, განახლების წყალობით, 805 ცხენის ძალასა და 1.020ნმ-ს გამოიმუშავებს.
0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში აღწევს. სტანდარტული G63-ის მაჩვენებელი 4.5 წამია. სხვაობა შთამბეჭდავია, არა? ტუნინგ ატელიე ძრავაზე, ტურბოზე, დიფერენციალსა და ტრანსმისიაზე სრულ გარანტიას იძლევა.
პირველი რვა მყიდველი სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც ფორმულა 1-ის უსაფრთხოების მანქანის პილოტი ბერნდ მაილენდერი გაუძღვება. კულმინაცია Mercedes-AMG GT4-ით ტრეკზე გასეირნება იქნება.