Jeep Gladiator 6x6, Corvette-ს ძრავით, აპოკალიფსისთვის მზადაა
Aa
Aa

Jeep Gladiator 6x6, Corvette-ს ძრავით, აპოკალიფსისთვის მზადაა

სურვილის შემთხვევაში, დიზელის ძრავის მიღებასაც შეძლებთ!

ეს 6x6 Jeep Gladiator-ი სამხრეთ ფლორიდის გზებზე ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. თუ ეს ავტომობილი So Flo Jeep-ისგან საკმარის ყურადღებას გარეგნობით ვერ იპყრობს, მაშინ ამაში 6.2-ლიტრიანი LS3 V8 ძრავიდან გამომავალი ხმა ეხმარება.

კომპანია სტანდარტულ Gladiotor-ს იღებს და მას ჭრის. შემდეგ შასის ჩარჩოს აგრძელებს. ამგვარად, სივრცე დამატებითი ღერძისთვის იქმნება. დიფერენციალი მოდიფიცირებულია. ახალი Gladiator-ი კი ექვსივე წამყვანია.

Gladiator-ი ახლა 12 სმ-ით უფრო მაღალია. Falcon Steering Stabilizer-ი ამ მხეცის მართვადობას უკეთესად აკონტროლებს.

მექანიკური განახლებები საკმარისი იქნებოდა, მაგრამ So Flo Jeep-მა ექსტერიერის განახლებაც გადაწყვიტა. კომპანია ავტომობილის წინა ნაწილს Grumper-ს უწოდებს. ეს ბამპერისა და ცხაურას ინგლისური სახელების გაერთიანებაა. ღამით LED მაშუქების გარშემო ავტომობილი ბზინავს. ბოჭკოვანი მინის კაპოტი შესანიშნავად გამოიყურება.

სალონში ტყავია გამოყენებული. კარების და სახურავის მოხსნა შესაძლებელია. გვერიდითა საფეხურები ავტომობილში ასვლას აადვილებს.

So Flo Jeeps-ის ბენზინის ძრავიანი 6X6 Gladiator-ის ფასი $140,000-დან იწყება. დიზელის ძრავიანის კი - $150,000-დან.

 

მსგავსი სიახლეები