Honda 600,000-ზე მეტ Odyssey-ს, Pilot-სა და Passport-ს უკან იწვევს
Aa
Aa

Honda 600,000-ზე მეტ Odyssey-ს, Pilot-სა და Passport-ს უკან იწვევს

Honda უკან 2018-2021 წლებში გამოსულ 3 სხვადასხვა ავტომობილს იწვევს. კარის საკეტებში წყალი ჩადის, კამერები არ მუშაობს და ინსტრუმენტთა დაფის სინათლეები არ ანათებს.

Honda 600,000-ზე მეტ Odyssey მინივენს, Pilot-სა და Passport სუვებს უკან იწვევს. შესაკეთებელია კარის საკეტები, უკანა ხედვის კამერები და ინსტრუმენტთა დაფის სინათლეები.  ზოგიერთ მოდელს ერთზე მეტი პრობლემა აქვს. დილერები პრობლემას უფასოდ შეაკეთებენ. ამ პრობლემებისგან გამოწვეულ უბედურ შემთხვევებზე ინფორმაცია არ არსებობს.

324,194 ეგზემპლარ 2018–2020 წლის Odyssey-ში მოსრიალე კარსა და სახელურს შორის წყალი ჩადის და იყინება. გარდა ამისა, 2019-2020 წლის მოდელებში წყალი უკანა ხედვის კამერაში ჩადის, რაც გამოსახულების გაფუჭებას ან საერთოდ არქონას იწვევს. კარის სახელურს და უკანა ხედვის კამერებს 23 სექტემბრიდან შეაკეთებენ.

2019–2020 წლების Passport-სა და 2019–2021 წლების Pilot-სუკანა ხედვის კამერის პრობლემა აქვს. პროგრამა დაზიანებულია. უკან სვლის დროს შეიძლება გამოირთოს ან საერთოდაც არ ჩაირთოს. როცა ახალი პროგრამა მზად იქნება, Honda მფლობელებს შეატყობინებს, ან მათ უბრალოდ სადილეროებში პრობლემის შესაკეთებლად მისვლაც შეუძლიათ.

2018 – 2020 წლების 607,784 Odyssey-ს, 2019-2020 წლების Passport-სა და 2019-2021 წლების Pilot-ს მონაცემთა დაფის პრობლემა აქვს. ეკრანი დრო და დრო ზეთის წნევას, სპიდომეტრსა და სხვა მაჩვენებლებს არ გვიჩვენებს. დილერები ამ პრობლემის მოგვარებაზეც 23 სექტემბრიდან იზრუნებენ.  

მსგავსი სიახლეები