დებიუტი შედგა: Gordon Murray T.50 McLaren F1-ის სულს აცოცხლებს
Aa
Aa

დებიუტი შედგა: Gordon Murray T.50 McLaren F1-ის სულს აცოცხლებს

ავტომობილი Porsche 718 Cayman-ზე მოკლეა.

Gordon Murray Automotive T.50 უკვე მზადაა და ის შთამბეჭდავია. ის მხოლოდ 986 კილოგრამს იწონის. ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი V12 ძრავა 654 ცხენის ძალასა და 467ნმ-ს გამოიმუშავებს. თუ ეს რიცხვები საკმარისი არ არის, მაშინ უბრალოდ შეხედეთ მას!

ძნელია, რომ McLaren F1-თან მსგავსება ვერ შენიშნოთ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან F1 გორდონ მიურეის კიდევ ერთი გენიალური პროექტია. ორივე ავტომობილს მოკლე, დახრილი ცხვირი და ჰაერის ვიწრო შემწოვები აქვს. საქარე მინა და ფანჯრები ფართოა. სახურავზე ჰაერამღებია, რომელიც ნაკადს V12 ძრავას აწვდის.

შასი კარბონისაა და ჯამში ავტომობილი მსუბუქია. კომპანიის მტკიცებით, პანელები მხოლოდ 150 კილოგრამს იწონის.

უკან 400-მილიმეტრიანი ვენტილატორია, რაც T50-ის ერთერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ეს ნაწილი წუთში 7000 ბრუნს ასრულებს. ელექტრო მოტორი 48-ვოლტიანია. უკანა ფრთა და დიფუზორი დამჭერ ძალას 50%-ით ზრდის. ჰაერის შემშვები სისტემა ავტომობილის ცხენის ძალების რაოდენობას 49-ით ზრდის.

T.50 კომპაქტურია.მისი სიგრძე 4,352 მილიმეტრია.ის Porsche 718 Cayman-ზე (4,379 მილიმეტრი) მოკლეა. შედარებისთვის კი 2020 წლის Chevrolet Corvette 4,630 მილიმეტრი სიგრძისაა.

ძრავას 12,100 ბრუნი წუთში შეუძლია. ეს რიცხვი, 1,000-ით მეტია, ვიდრე Aston Martin Valkyrie-სა და Mercedes-AMG One ჰიპერქარების შემთხვევაში. კომპანიის მტკიცებით, ეს ყველაზე მსუბუქი V12 ძრავაა.

3.9-ლიტრიანი ძრავა 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xtrac-ის განვითარებული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს გადასცემს.

F1-ის სულს სალონიც აცოცხლებს. მძღოლის სავარძელი შუაშია. უკან კი ადგილი ორი მგზავრისთვისაა. საჭეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღილაკებია მოთავსებული. სატერფულები ტიტანიუმისაა.

მყიდველები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სავარძლების, საჭისა და სატერფულების დიზაინს თავად აარჩევენ.

T.50 მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ფასი £2.36 მილიონი იქნება. წარმოება 2022 წლის იანვარში დაიწყება. ახალ მმფლობელებს ავტომობილს იმავე წლის ბოლოს მიაწვდიან.  

 

მსგავსი სიახლეები