ევროპული Toyota RAV4 Black Edition ჰიბრიდი შესაძლოა მომავლის Nightshade Edition-ს მოასწავებდეს
RAV4-ის ხილვა ტოიოტას შავ ფერებში სურს.
Toyota RAV4-ის ხაზს განსაკუთრებული blacked-out ვერსია ოდნავ საინტერესოს ხდის. როგორც სახელი გვამცნობს, მოდელს თითქმის ყველა დეტალზე შავი აქცენტები აქვს. ავტომობილზე მხოლოდ ლოგო რჩება შავად შეუღებავი.
შავი ფერი ფარავს გრილს, ბამპერებს, სანომრესა და 19-იან ალუმინის დისკებს. დამახასიათებელი შტრიხისთვის პარკინგ კონტროლის სენსორებიც კი შავადაა შეღებილი. როდესაც RAV4 Hybrid Black Edition-ის კარებს გამოაღებთ, შავი ჭერი, კოკპიტი და ნაცრისფრად მოქარგული შავი ტყავის სინთეთიკური სავარძლები აუცილებლად მოგხვდებათ თვალში. აღნიშნული კომპლექტაციის მოდელი ციფრული უკანა ხედვის სარკით, JBL-ის 9 „სფიქერიანი“ ხმის სისტემით, ტელეფონის უკაბელო დამტენითა და 360 გრადუსიანი ხედვის კამერითაა აღჭურვილი.
Toyota RAV4 Hybrid Black Edition-ი ევროპის ბაზარზე ოქტომბერში გამოჩნდება. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს ამ განსაკუთრებული SUV-ის შეკვეთა უკვე შეუძლიათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია ვიხილავთ თუ არა ამერიკული ბაზრითვის განკუთვნილ Black Edition-ს, თუმცა აღნიშნულ ჰიბრიდულ „ქროსოვერს“ ბევრი ადამიანის მოხიბვლა შეუძლია. RAV4 Hybrid-ის ვერსია ოთხ ცილიანდრიანი 2,5 ლიტრიანი ძრავათი და მოხერხებული ელექტრო აგრეგატითაა დაკომპლექტებული და ჯამში 219 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. კომპაქტურ ჰიბრიდულ SUV-ის ტრაბახი საწვავის მოხმარებითა და ხარისხიანი ინტერიერითაც შეუძლია.
თუ RAV4 Hybrid თქვენი სტილი არ არის, მაშინ იქნებ Toyota-ს სხვა Nightshade Edition მოდელებმა დააკმაყოფილონ თქვენი გემოვნება და მოთხოვნები. აღნიშნული „მოკაზმულობით“ სხვა ისეთი მოდელებიც სარგებლობენ, როგორიცაა Camry, Corolla, 4Runner, Sienna, Tacoma, Sequoia და Tundra.