BMW, ჯარიმები, BMW X5
Aa
Aa

შუა თითის ჩვენების გამო BMW-ს მძღოლს ჩვეულებრივ ჯარიმაზე 75-ჯერ მეტი გადაახდევინეს

უპატივცემულო ჟესტის გამო, BMW-ს მძღოლი მკაცრად დაისაჯა.

ავტობანები მაღალი სიჩქარის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ეს არის ადგილი, სადაც ავტომობილის მაღალი შესაძლებლობების გამოცდაა შესაძლებელი. თანაც, ჯარიმის გარეშე! თუმცა, გარკვეული წესები და ჯარიმები ავტობანზე სიჩქარის გადაჭარბების გამო მაინც არსებობს.

BMW X5-ის მძღოლი ავტობანზე სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინების გარეშე გავიდა. სიჩქარის მაფიქსირებელი კამერის თანახმად, ის დასაშვებ 70კმ/სთ სიჩქარეს მხოლოდ 11კმ/სთ-ით აჭარბებდა, რის გამოც ის მხოლოდ 20-ევროიან ჯარიმას იმსახურებდა.

20 ევროს ნაცვლად, მას 1500-ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს. ობერფრანკენის პოლიციის სამმართველო უკმაყოფილო დარჩა იმ ჟესტით, რომელიც მძღოლმა კამერას უჩვენა. ეს ჟესტი მძღოლს პოლიციისადმი უპატივცემულობად ჩაუთვალეს და მისი ჯარიმა 75-ჯერ გაზარდეს. „უხეში საქციელისთვის“ მძღოლს ავტომობილის მართვა ერთი თვით აეკრძალა. ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

მართალია, სიჩქარის მოყვარულთათვის ავტობანი კარგი ადგილია, მაგრამ ამით ყველა კმაყოფილი არ არის და სიჩქარის შეზღუდვების გამკაცრებასაც ითხოვენ. წინა წელს ოპოზიციამ სიჩქარის ლიმიტად 210კმ/სთ-ს დაწესება მოითხოვა, თუმცა, გერმანიის პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

მსგავსი სიახლეები