Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  09:40

2020 წლის Audi RS7-ს ტიუნინგ ატელიემ 962 ცხენის ძალა მიანიჭა

ისედაც უკვე ძლიერი საოჯახო სედანი, კიდევ უფრო სწრაფი გახდა.  

ტიუნინგ ატელიე Black Box-Richter-მა მოდიფიცირებული 2020 წლის Audi RS7 წარმოგვიდგინა. ის ისედაც უკვე ძლიერი მოდელის გაუმჯობესებული ვერსიაა. მანქანის კუთხოვან დიზაინს ატელიემ ორსაფეხურიანი „შეფუთვა“ დაუმატა, რომელიც ტოპოგრაფიულ რუკას ჰგავს.

2020 წლის Audi RS Sportback-ის პრემიერა შარშან ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ძრავა: 4.0-ლიტრიანი V8, რომელიც 591 ცხენის ძალასა და 800ნმ-ს გამოიმუშავებს. მოდიფიცირებულ ვერსიას კი 962 ცხენის ძალა და 1250ნმ აქვს. შთამბეჭდავია, არა?

ძრავის მართვის ბლოკს რეპროგრამირება გაუკეთეს. ატელიემ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მოხსნა. ჰაერის შემწოვი სისტემა გააძლიერა. ახალი ფილტრები და უფრო დიდი მოცულობის შემშვები მილები დაიუყენა. უცვლელი არც ტურბოკომპრესორები დაუტოვებიათ. უფრო დიდი შახტები, გაძლიერებული საკისარი და ტურბოჩაბერვის წნევის სენსორები დაუმატეს.

მანქანის ექსტერიერი ჯერ მარგალიტისებრ შავად შეღებეს. შემდეგ კი, ტოპოგრაფიული გარეგნობის მისაღებად, ვერცხლისფერი დაუმატეს. ახალი გარეგნობა კუპეს მაგვარ სედანს ნამდვილად მოუხდა.

ვერავინ იტყვის, რომ სტანდარტული RS7 ნელია. ის 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს. დამატებითი 400 ცხენის ძალით კი ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

გაზიარება: