უიშვიათესი Porsche 916: 914-ის პატარა სხეულში 911-ის დიდი ძალა
სავარაუდოდ, ის 911-ის დაჯაბნას შეძლებდა.
თქვენ ახლა 1970-იანი წლების ყველაზე ექტრემალური ორი ავტომობილის ნაზავს უყურებთ. Porsche 914-ს უჩვეიულო სტილი აქვს, 916 კი მომავლის განსხვავებული ხედვაა, რომელშიც, პატარა, შუა-ძრავიანი სპორტული ავტომობილი მეტი ადრენალინისთვის 6-ცილინდრიან ძრავას იღებს. ეს უფრო ექსტრემალურია, ვიდრე 914/6, რომლებმაც 2.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავები მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ 2.4 - 2.7 ლიტრიან ძრავებს იტევდა, 914-ზე დაფუძნებული 916 პატარა ავტომობილი იყო. მისი შესაძლებლობები კი 911-ისას ემუქრებოდა. პროექტის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი ეს გახდა. ის იგივე ტაქტიკაა, რაც Cayman GT4-ს შემთხვევაში, მისი უფრო დიდ ნათესავთან გზის არგადასაკვეთად გამოიყენეს.
მაღალი პოტენციალი 914-ის ნაჭუჭში. ეს ნამდვილი მისტიკაა. სამწუხაროდ, ეს ავტომობილი მხოლოდ 11 ეგზემპალარად გამოვიდა და თქვენ ახლა ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ავტომობილს უყურებთ. ყველაზე სასურველი Porsche, რომელიც 911 არ არის.
RM Sotheby-ს თანახმად, ეს ავტომობილი Porche-ს აღმასრულებელი დირექტორის ფერდინანდ პიხის დისთვის აიწყო. პიხი „ფოლკსვაგენის“ ბევრი პროექტის უკან დგას, მათ შორის, Bugatti Veyron-ისა და Volkswagen Phaeton-ის. მისმა დამ, წაბლის ფერ ტყავთან შესახამებლად, ავტომობილს ყვითელი ფერი შეურჩია.
მანქანას რამდენიმე მფლობელი ჰყავდა და ამ ეტაპზე ის მთლიანად განახლებულია. განახლებულია ექსტერიერი, ინტერიერი და გამოცვლილია ნაწილები. ფაქტობრივად, ორიგინალიდან მხოლოდ მცირეა დარჩენილი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი „პორშეა“.