რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი Porsche 911 Turbo S
ახალ Porsche 911 Turbo S-ს ძალიან ბევრი საინტერესო ასპექტი აქვს. მათ შორის ყველაზე მთავარი ახალი 640-ცხნისძალიანი ძრავა და აქტიური აეროდინამიკური ელემენტებია.
ახალი Turbo S-ი 3 მარტიდან მიყოლებული სადებატო თემად გახადეს, მასში $203 500-იანი ინვესტიცია რამდენად ღირს. ამიტომ „პორშემ“ ახალი ვიდეო გამოუშვა, სადაც ყველა ახალ დეტალს ხსნის, მის წინა მოდელთან შედარებით რითია უკეთესი და რა ინჟინრული ინოვაციები გამოყენებულია მასი. მყიდველმა უნდა იცოდეს, მეგობრების წინაშე რითი შეუძლია გაიპრანჭოს.
კუპეს და კაბრიოლეტს ერთნაირი ძალოვანი აგრეგატი აქვთ - 3,8 ლიტრიანი ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ძრავა.
ვიდეოში ტურბინების ახალი გეომეტრია და მათი მუშაობის პრინციპი ასახულია. ტურბინების ახალი სისტემა ძრავის დატვირთვიდან გამომდინარე მათ მუშაობას საზღვრავს. ამ სისტემის ხარჯზე ახალი Turbo S-ის იმავე მოცულობის ძრავის სიმძლავრე საგრძნობლად გაიზარდა. 60 ცხენის ძალის და 100 ნმ მაბრუნი მომენტის ნამარი გაზის საფეხურის პირველივე დაჭერაზე წინა მოდელთან სხვაობას გაგრძნობინებთ.
სხვა ცვლილებები აეროდინამიკის აქტიურ ელემენტებს შეეხება. მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას წინ „ტუჩი“ ჩამოიწევს და უკან ფრთა იწევა, რაც მეტ დაწოლის სიმძიმეს იწვევს და ავტომობილის მართვადობაზე და სტაბილურობაზე დადებითად აისახება.
ძრავის ხუფის დამატებითი ჭრილების მეშვეობით ცივი ჰაერის ნაკადი პირდაპირ გამაგრილებელ რადიატორებს ეცემა, რაც მათ უფექტურ მუშაობას ხელს უწყობს.