Aa Aa
18 მარტი 2020  |  16:57

ახალი თაობის Golf R ელექტრო არ იქნება

ახალი Touareg R ფლაგ-ინ ჰიბრიდია, თუმცა ახალი თაობის Golf R ელექტრო არ იქნება.

ჯერ მხოლოდ მარტის შუა რიცხვებია და „ფოლკსვაგენმა“ უკვე „გოლფის“ სამი ვერსია წარმოგვიდგინა. ტრადიციულ GTI-ს დიზელზე მომუშავე GTD და ელექტრო GTE შეურთდება. მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. ვოლფსბურგელები კიდევ ორ „ცხელ“ ჰეჩბეკს გვიმზადებენ. ესენი იქნება Golf Mk8-ზე დაფუძნებული GTI TCR და R.

კომპანიაში Golf R-ის ელექტროობა არ უნდოდათ, რადგან ჰიბრიდული აგრეგატის შემუშავება, უფრო ძვირი დაუჯდებოდათ, ვიდრე მისი გაყიდვებიდან ფულს მიიღებდნენ. უფრო ადეკვატური Touareg R-ის წარმოება აღმოჩნდა, რადგან ეს ფლაგ-ინ ჰიბრიდი ფოლკსვაგენის ოჯახის სხვა  წევრების ნაწილებს იზიარებს, მათ შორის Bentley Bentayga Hybrid-ისას.

იმისთვის, რომ „კარგად სატარებელი“ ავტომობილი შეექმნათ,  ინჟინრებმა ახალ Golf R-ს რამდენიმე „მცირე გაუმჯობესება“ დაუმატეს.

6-სიჩქარიანი იქნება თუ არა ახალი Golf R-ი ეს ჯერ ცნობილი არაა, თუმცა ძრავის სიძლიერეზე ინფორმაციამ მაინც გაჟონა. დიდი შანსია, რომ ახალ „გოლფს“ 329 ცხენის ძალა ჰქონდეს.

VW Golf R-ის პრეზენტაციას შემოდგომაზე, პარიზის აუტოშოუზე აპირებს. იქნება თუ არა ახალი „გოლფი“ ფურგონის სახით ეს ჯერ უცნობია. თუმცა, ჩვეულებრივი გრძელ-სახურავიანი მოდელი 2020 წელს გამოვა.  

 

გაზიარება: