შემდეგი მე-7 სერიის BMW ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდის და ელექტრო ძრავებით იქნება
Aa
Aa

შემდეგი მე-7 სერიის BMW ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდის და ელექტრო ძრავებით იქნება

მომდევნო მე-7 სერიის სედანს 2022 წელს გამოუშვებენ და ოთხი ტიპის ძალოვანი აგრეგატიდან არჩევნის საშუალება გვექნება.

BMW-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მე-7 სერიის სედანის მომდევნო მოდელს ოთხი ვერსია ექნება: ბენზინის, დიზელის, Plug-in ჰიბრიდის და სრულiად ელექტრო, რომელიც ამ სერიისთვის პირველი ცდა იქნება.

წლიურ პრეს კონფერენციაზე, კომპანიის წარმომადგენელმა ოლივერ ციპსემ კომპანიის სამომავლო გეგმები გაამხილა. მე-7 სერიის ახალი ელექტრო სედანი Mercedes Benz EQC-ის და Jaguar XJ-ის ელექტრო ვერსიების პირდაპირ კონკურენტად ისახება.

ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთულ პრეს რელიზში ციპსე ამბოს, რომ მე-7 სერიის ყველა ძალოვანი აგრეგატი სტრუქტურულად და აგებულებით ერთნაირი იქნება. „სამოდელო რიგის ყველაზე მაღალი პოზიცია მე-7 სერიის ელექტრო ვერსიას უკავია, რომელიც შესაბამისად ყველაზე მძლავრი იქნება.“

ამ განცხადებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 6.6-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V12 ვეღარ ვიხილოთ. ახლა ამ ძრავას მე-7 სერიის ყველაზე მაღალ კომპლექტაციაში იყენებენ - M760li. 2,2 ტონიანი ავტომობილი 601 ცხენის ძალის და 800 ნმ მაბრუნი მომენტის კვალობაზე 100კმ-სთ-მდე 3,7 წამში ჩქარდება. სედანის მომდევნო ელექტრო ვერსიის წონა, მძიმე ბატარეების და ელექტროძრავების გამო, 2,5 ტონის ფარგლებში არის მოსალოდნელი.

ციპსეს განცხადებით „ბრენდის სტრატეგიიდან გამომდინარე, სხვადასხვა ძალოვანი აგრეგატის ტიპები ერთდროულად იარსებებს“. წელს BMW ახალ ელექტრო X3-ს - iX3-ის სახელით უშვებს. iX3-ის გარდა წელს ჩვენ ასევე i4-ს და 4 Series Gran Coupe-ს ვიხილავთ.

BMW-ს ელექტრო მოდელების პროგრამის გათვალისწინებით, 2021 წლამდე წარმოებული მოდელებიდან მეოთხედი ელექტრონიზებული იქნება, 2025 წლისთვის ეს წილი მესამედამდე გაიზრდება და 2030 წელს 50%-ის ნიშნულს მიაღწევს. ელექტრონიზებული არაა აუცილებელი სრულიად ელექტროს ნიშნავდეს. მასში ჰიბრიდებიც შედის. ჰიბრიდულ ვერსიებში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, მხოლოდ დადებითს - ნაკლები წვა და მეტი ცხენისძალა. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც პირველივე შეხედულებით ჩანს.

მსგავსი სიახლეები