Aa
Aa

ელიტარული ჰიბრიდი გერმანიიდან: 2019 წლის BMW მე-5 სერია

2014 წლის დეკემბერში BMW-მ გამოაცხადა, რომ ყველა მისი ძირითადი მოდელების დატენვადი ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებას eDrive ტექნოლოგიით გეგმავდა, რომელიც მისი BMW i მოდელებისთვის შექმნა. (BMW i3 და BMW i8). ბრენდის მიზანი იყო ავტომობილის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის შემცირება. ამ დროისთვის კომპანია მე-3 სერიის BMW-ს დატენვადი ჰიბრიდის პროტოტიპს უკვე ამოწმებდა. პირველი გასაყიდად გამოშვებული მოდელი იყო 2016 BMW X5 eDrive, რომლის პრეზენტაციაც 2015 წლის შანჰაის ავტოშოუზე შედგა.  

530e iPerformance და მისი xDrive ექვივალენტი ორივე საშუალო ზომის ელიტური სედანია, რომლებიც BMW-ს მე-5 სერიის მეშვიდე თაობის დატენვადი ჰიბრიდებია. 530e ბოლო მოდელი ჰიბრიდია, რომელსაც ელექტროენერგიით 48 კილომეტრის გავლა შეუძლია. ის იგივე ფასი ღირს, რაც ჩვეულებრივი 530i. ეს ამ მანქანას ხელმისაწვდომს ხდის მათთვისაც, ვისაც არ უნდა ჰიბრიდში დიდი ფულის გადახდა, როცა ბენზინზე მართვადი ავტომობილი გაცილებით იაფი ღირს. ორივე 530e 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავით და 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა. ელექტრო ძრავა 248 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 530e უკანაწამყვანია, 530 xDrive კი - 4x4. ელიტარულ საშუალო ზომის ჰიბრიდებს ბევრი კონკურენტი ჰყავს, მაგრამ, როცა საქმე დატენვად ჰიბრიდებს ეხება, 530e-ს მთავარი კონკურენტია Volvo S90 T8.

რით განსხვავდება 2018 წლის მე-5 სერიის ჰიბრიდებისგან?

2019 წლისთვის BMW-მ დაამატა მეტი უსაფრთხოების ფუნქცია, როგორებიცაა ადაპტირებადი სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემა, წინა და უკანა პარკირების სენსორი, ავტომატური დამუხრუჭება, გზიდან გადასვლის გაფრთხილება, ფეხითმოსიარულეების დაცვა და ა.შ. მანქანას Apple CarPlay აქვს, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ პირველ წელსაა უფასო. შემდეგ ის ფასიან გამოწერას მოითხოვს.

მე-5 სერიის ჰიბრიდის ექსტერიერი

530e მისი საწვავიანი მოდელებისგან სულ ცოტათი განსხვავდება. მსხვილი, მუქი ხაზები ამ მანქანის ელექტროობაზე ხაზს უსვამს. საფირმო ნიშანი ჟალუზის სტილის ცხაურაა და ლურჯი ვერტიკალური ზოლები აქვს. დისკების ხუფებზე ლურჯად გამოსახული eDrive 530e-ს ჩვეულებრივი მე-5 სერიის ავტომობილებისგან განასხვავებს. წინ მძღოლის მხარეს დასატენი პორტი აქვს. სხვა დანარჩენი ტიპური BMW-ს დიზაინია - LED ნათურებით და 46 სმ-იანი საბურავებით. 

განზომილებები

ამ ავტომობილის განზომილებები სხვა ელიტარული კლასის საშუალო ზომის სედანებისას ემთხვევა და თითქმის ყველა მე-5 სერიის იდენტურია. ის სიგრძეში 5 მეტრია. სიგანე, სარკეების ჩათვლით, 2 მეტრია. 530e 227კილოგრამით მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი 530i.

 ძრავა და გადაცემათა კოლოფი

ორივე 530e მოდელი ტურბოდაბერვის მქონე 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი და ელექტრო ძრავით იმართება, რომელიც ჯამში 248 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უკანაწამყვან ავტომობილს 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. ასეთი ზომის მანქანისთვის ეს მონაცემები არც თუ ისე მაღალი ჩანს, მაგრამ ტურბოდაბერვის ძრავის წყალობით ეს მანქანა საკმაოდ სწრაფია. სწრაფია ბენზინის 530i-ზეც. სიჩქარეებში სწრაფად და ინტუიციურად სწორად გადადის.

 

მე-5 სერიის ჰიბრიდის ელექტრონული რეჟიმი

დატენვადი ჰიბრიდის მთავარი ყიდვის მიზეზი საწვავის დაზოგვაა და 530e ამის კარგი საშუალებაა. 530e გათვლილია 10.3კმ/ლ-ზე. EV რეჟიმში მას 48 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამიტომ მისი გამოყენება ყოველდღიურად მხოლოდ ელექტრონულ რეჟიმშიც შეგიძლიათ. 12-კილოვატიან ბატარეებს სრულად დასატენად 240 ვოლტიანი დამტენი და სამი საათი სჭირდება. 120 ვოლტიანი დამტენით ის 6 საათში იტენება.

ინტერიერი

530e-ს ადგილი 5 ადამიანისთვის აქვს. წინა სავარძელზე მჯდომებს საკმარისზე მეტი სივრცე აქვთ: 97 სანტიმეტრი თავის დასადებად და 105 ფეხების. უკანა სავარძლის მგზავრებს 95სმ თავის დასადებად, ხოლო 93 - ფეხების. თუ წინ მაღალი მგზავრი ზის, უკან შეიძლება თავი ვიწროდ იგრძნოთ. თვითონ სავარძლები სინთეტიკის საფარით საკმაოდ კომფორტულია. ხელმისაწვდომია ტყავის სავარძლებითაც. 530e  ჩვეულებრივი მე-5 სერიის მოდელებისგან სპეციფიკური მაჩვენებელთა დაფით და ელექტრონული რეჟიმებით განსხვავდება. 

საბარგული და ტვირთისთვის სივრცე

რადგან მანქანის ბატარეები უკანა ნაწილშია მოთავსებული, ისინი საბარგულს სივრცეს ართმევს.  530e-ს 0.4m³ მოცულობის ორფენიანი სივრცის საბარგული აქვს. ქვეშ შესანახი ადგილი აქვს. საბარგული ორ სამგზავრო ჩანთას დაიტევს.

წინა სავარძლებს შორის დიდი შესანახი ადგილია. ასევე ოთხივე კარს შესანახი ჯიბე აქვს. ავტომობილს ჭიქის ჩასადებები წინა და უკანა ნაწილშიცაა მოთავსებული. 

ფუნქციები და საინფორმაციო-გასართობი სისტემა

530e-ს აქვს სტანდარტული ფუნქციები: ადაპტირებადი LED ნათურები, კრუიზ კონტროლი, ლიუკი, 16-გვარად ადაპტირებადი წინა სავარძლები, ელექტრონულად დაკეცვადი სარკეები და კლიმატ კონტროლი.

ავტომობილს ასევე დაზიანების აღმოჩენის, გზიდან გადასვლისას გაფრთხილების და უხილავი ზონის მონიტორინგის ფუნქციები აქვს. სხვა დამატებით ფუნქციებში ფულის გადახდა მოგიწევთ.

530e-ს 26-სანტიმეტრიანი სენსორული ეკრანი iDrive კონტროლით აქვს, ნავიგაციით და ორი USB პორტით, AUX შემყვანით, რადიოთი, Bluetooth-ით და 12 დინამიკით. Android Auto-ს ვერ გამოიყენებთ, ხოლო Apple CarPlay მხოლოდ ერთი წლითაა უფასო.

დასკვნა: არის 2019 BMW 530e კარგი ავტომობილი?

მეშვიდე თაობის მეხუთე სერია BMW-ს მთავარი პროდუქტია და ამას თავისი მიზეზი აქვს. თავის კლასში ის ცნობილია ელიტურობის და კარგადმართვადობის შერწყმით. ეს მოდელი ევოლუციურია და იმედს არ გაგიცრუებთ. იმავე ფასით, რაც 530i-ს აქვს და ეკონომიურობით ეს ავტომობილი მოწონებას ნამდვილად იმსახურებს. მისი მართვა ისევე სასიამოვნოა, როგორც ბენზინის ვერსიის. ამ მანქანის კონსერვატული სტილი მის კონკურენტებს არ ჩამოუვარდება. 530e კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც დატენვადი საოჯახო სედანი სურთ.

მსგავსი სიახლეები