2022 წლის BMW 2 Series-ის გავრცელებული სურათები რეალისტურ რენდერად იქცა
მოგწონთ ის თუ არა, დიდი ალბათობით, მას ასეთი დიზაინი ექნება.
„სმარტფონების“ ეპოქაში ავტომობილის დიზაინის საიდუმლოდ შენახვა უფრო და უფრო რთული ხდება. BMW-მ ეს ყველაზე ცუდად გამოსცადა და მეორე სერიის დიზაინის დამალვა დებიუტამდე ვერ მოახერხა. ბოლო კვირების განმავლობაში, სოციალურ მედიაში სანდო წყაროების მიერ ავტომობილის წინა და უკანა ნაწილის სურათები არა ერთხელ, არამედ ორჯერ გავრცელდა.
მოვლენებს თუ სწრაფად გადავახვევთ, დღეს Kolesa-ს მიერ შექმნილ რენდერებს ვხვდებით, რომელიც გავცელებულ სურათებზე დაყრდგნობით შეიქმნა. ეს უბრალოდ სურათზე მეტია, რადგან თქვენ M240i-ს თითქმის იდენტურ მოდელს ხედავთ, რომელიც თვის დასაწყისში მოულოდნელად ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე გამოჩნდა.
აღნიშნულ ავტომობილს G42 კოდური სახელი აქვს მინიჭებული და ის მნიშვნელოვნად ინარჩუნებს ბრენდის დიზაინს. ეს კი იმაში ვლინდება, რომ მას, 4 Series-სგან განსხვავებით, XXL-ზომის ცხაურა არ აქვს. საინტერესოა იმის მოსმენაც, რომ ახალ თაობაში კაბრიოლეტ ვერსიას ვერ ვიხილავთ. როგორც მოგეხსენებათ, კაბრიოლეტი ავტომობილების წარმოება წარსულს ჩაბარდა.
გრძელი წინა ნაწილი და მოკლე შვერილები მიანიშნებს, რომ „კუპე“ უკანა წამყვანი იქნება. M Performance-ი კი მას სხარტი სპორტული ავტომობილის იერს აჩუქებს. დიდი ზომის ჰაერის შემწოვი და ცხაურის სპეციალური დიზაინი M240i-ს სხვა ნაკლებად პიკანტური მეორე სერიის მოდელებისგან გამოარჩევს. დაახლოებით ისე, როგორც ეს M135i ჰეჩბეკისა და M235 Gran Coupe-ს შემთხვევაშია.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთხ ცილინდრიანი წინა წამყვანი მოდელები 306 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ, M240i-ს CLAR-ის პლატფორმაში არსებული ექვს ცილიანდრიანი აგრეგატისგან გაცილებით მეტს უნდა ველოდეთ. M2, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდება, სავარაუდოდ, M4-ის ძრავას მიიღებს და შესაძლოა ის M-ის ხაზის ყველაზე სასიამოვნო ავტომობილი გახდეს.
2022 წლის მეორე სერიის დებიუტი 2021 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, ხოლო მისი წარმოება აშშ-ს ბაზრისთვის 2022 წლის მაისში უნდა დაიწყოს.