ღირსეული საქციელი ანიელის ოჯახისგან: „ფერარი“ სახელმწიფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება
Aa
Aa

ღირსეული საქციელი ანიელის ოჯახისგან: „ფერარი“ სახელმწიფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება

კორონავირუსი იტალიაში კვლავ მძვინვარებს. „ფერარის“  მფლობელების ოჯახმა და მათთან ასოცირებულმა კომპანიებმა კრიზისის წინააღმდეგ ზომები მიიღეს.

ანიელის ოჯახი, რომელიც „სკუდერია ფერარის“ და საგზაო ავტომობილების ბიზნესს ფლობს, ასევე FIAT Chrysler -სა და „იუვენტუსის“ საფეხბურთო კლუბს, იტალიის მოქალაქეების დაცვის დეპარტამენტს და სოციალური დახმარების დეპარტამენტ Specchio dei Tempi/La Stampa €10 მილიონს გადაურიცხავს. ეს თანხები ქალაქ ტურინს და ზოგადად პიდმონტის რეგიონს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს.

ოჯახის კომპანიებმა ასევე 150 სასუნთქი აპარატი, სამედიცინო სხვა აღჭურვილობასთან ერთად, შეიძინეს და იტალიაში სწრაფი ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.

მათ იტალიურ წითელ ჯვარს და ANPAS-ს მანქანებიც აჩუქეს იმისთვის, რომ მოხუცებს და ყველას, ვისაც სჭირდებათ, საკვები და წამლები მიუტანონ.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ფერარის“ კორონავირუსის გამო თავისი ქარხნების დროებით დაკეტვა მოუწია, ეს დონაცია მათი მხრიდან ძალიან ღირსეული საქციელია.

მსგავსი სიახლეები