Ducati 851, რომელსაც ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი ფლობდნენ, გასაყიდად გამოჩნდა
აუქციონზე იშვიათი, ვინტაჟური მოტოციკლეტები იყიდება.
გენდომებოდათ ის Ducati 851, რომელსაც The Grand Tour-ის სამი წამყვანიდან ორი ფლობდა? ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი. კლასიკური და ვინტაჟური მოტოციკლეტების აუქციონი 27 აგვისტოს იწყდება. Charterhouse-მა გასაყიდი ეგზემპლარები უკვე წარმოგვიდგინა.
Charterhouse-ი მათი „შოუს ვარსკვლავს“ ორ მოტოციკლეტს უწოდებს. მათგან ერთი Ducati 851-ია, მეორე - IOMTT-ის გამარჯვებული. აუქციონზე ძირითადად ასლები ხვდება ხოლმე და ორიგინალის გამოჩენა იშვიათია. სწორედ ამიტომაა ეს ორი მოდელი ვარსკვლავი.
ჯეიმს მეიმ Ducati 851 1991 წელს შეიძინა, შემდეგ კი რიჩარდ ჰამონდს მიჰყიდა. სწორედ ჰამონდის შემდეგ აღმოჩნდა ის დღევანდელი მფლობელის ხელში. ეს უცნობი მფლობელი ახლა მას, სხვა მის კოლექციაში მყოფ მოტოციკლეტებთან ერთად, აუქციონზე ყიდის. Ducati-ს სპეციალისტის შეფასებით, მოტოციკლეტი კარგ მდგომარეობაშია.
მეორე მოტოციკლეტი 1983 წელს 1983 TT Junior-ში გამარჯვებული Yamaha TZ 350-ია, რომელსაც ფილ მელორი მართავდა. მას ის თასიც კი მოჰყვება, რომელიც ამ რბოლაში გამარჯვებისთვის მიიღო. ეს მოტოციკლეტი თავიდან ბოლომდე აღდგენილია და მყიდველის სახლში წასაყვანად მზადაა.
აუქციონზე სულ 146 ლოტია. ამ ორი განსაკუთრებული ეგზემპლარის გარდა, კიდევ ბევრი იშვიათი და საინტერესო მოდელი იყიდება. ყველა მათგანმა მოტოციკლეტების განვითარების ისტორიაში გარკვეული წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სამახსოვრო დეტალია. მაგალითად, პოსტერები, ხელმოწერილი სურათები, საქარე მინები და ა.შ.