შეჯავშნული Mercedes-AMG G63 Limo ნებისმიერი თავდასხმისთვის მზადაა
Aa
Aa

შეჯავშნული Mercedes-AMG G63 Limo ნებისმიერი თავდასხმისთვის მზადაა

შეჯავშნული Mercedes-AMG G63 ბიოლოგიური იარაღით შეტევისთვისაც კი მზადაა!

კანადურმა კომპანია Inkas-მა წინა წელს მიმდინარე თაობის შეჯავშნული Mercedes-AMG G63 წარმოგვიდგინა, მაგრამ ამაზე არ შეჩერებულან და ახლა ლიმუზინის ვერსია შექმნეს. ეს ლიმუზინი ყველა დიქტატორის ოცნებაა.

G-Wagen-ის ახალ ჯავშანს .308 ვინჩესტერის ტყვიის გაძლება შეუძლია. იატაკი კი ერთდროულად ორი ხელყუმბარის აფეთქებას უძლებს. საბურავები დაზიანების შემთხვევაშიც კი მაღალ სიჩქარეზე სიარულის საშუალებას იძლევა.

სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ყოფნიდან მგზავრებისთვის ყურადღების გადასატანად, სალონში 4K ტელევიზორია. ის ასევე გამყოფია ავტომობილის წინა და უკანა განყოფილებებს შორის. უკანა სავარძლები გათბობა-გაგრილების და მასაჟის ფუნქციითაა. შეჯავშნულ ავტომობილს, ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმის თავიდან აცილებისთვის, ქიმიური ნივთიერებების ფილტრაციის სისტემაც აქვს.

შეჯავშნულ AMG G63-ს 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა აქვს, რომელიც 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში G63 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.5 წამში აღწევს, მაგრამ, დამატებითი წონის გამო, ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა. განახლებული დაკიდების სისტემა დამატებითი წონის ბალანსს აუმჯობესებს.

შეჯავშნულ G63-ის ლიმუზინზე მუშაობის გამოცდილება ამ კომპანიას უკვე აქვს. მათ წინა თაობის G63-ც გარდაქმნეს. კომპანია სხვა მდიდრული ავტომობილების შეჯავშნულ ვერსიებსაც გვთავაზობს, მაგალითად, Lincoln Navigator-ისა და Infiniti QX80-ის.

ამ ვერსიის ფასი $1.2 მილიონია. მომავალში კი ახალი თაობის S-Class-ის შეჯავშნასაც გეგმავენ. ახალი S-Class-ის პრემიერა უახლოეს რამდენიმე თვეში შედგება.

მსგავსი სიახლეები