Lanzante-მ F1 GTR-ის ლე მანში გამარჯვებას პატივი LM 25 Edition-ით მიაგო
განახლებული ექსტერიერი და „მაკლარენის“ ძალა, რომელიც შეცვლას არ საჭიროებს.
ივნისში Lanzante-მ განცხადება გააკეთა, რომ „ლე მანის“ 1995 წლის სეზონში McLaren F1 GTR-ის გამარჯვებისთვის პატივის მისაგებად, LM 25 Edition-ს გამოუშვებდა. ამ განცხადების შემდეგ, დაახლოებით უკვე ვიცოდით, რას გვიმზადებდა კომპანია. ნაცრისფერი ავტომობილი, ვერცხლისფერი და შავი დეტალებით. ახლა კი Lanzate-მ 7 ვერსია შემოგვთავაზა. LM 25 Edition-ი თითოეული ამჟამად ხემისაწვდომი მოდელისთვის.
ექსტერიერი, როგორც ველოდით, ნაცრისფერია. სალონში ნაცრისფერის რამდენიმე ტონი და კარბონია გამოყენებული.
კარბონის დისკებისა და ალუმინის ჭანჭიკების გამოყენებით, ავტომობილი 7 კილოგრამით ნაკლებია. ოქროსფერი სუპორტები ავტომობილს კონტრასტულობას მატებს. „59“-ის დაწერა კარზე Lanzate-მ ტრადიციული შავ-თეთრისგან განსხვავებულად გადაწყვიტა. LM25-ის ლოგო კი გამოკვეთილია.
გარედან LM 25 Edition ვერსიები განახლებულია, მაგრამ შიგნით იგივე დარჩა. მცირედი ცვლილების მიღება მაინც შესაძლებელია, მაგალითად, ოქროსფერაქცენტებიანი თბოდამცველის. სალონში სავარძლებზე F1 GTR-ის ლოგო LM 25-ით ჩაანაცვლეს. უსაფრთხოების სპორტულ ლურჯ-წითელ ღვედებს ოქროსფერი აქცენტები ახალისებს.
როგორც უკვე აღვიშნეთ, თოთოეული LM 25 „მაკლარენის“ 7 სხვადასხვა მოდელზეა დაფუძნებული. მათგან ჯერ მხოლოდ 6 დაასახელეს: 600 LT კუპე და კაბრიოლეტი, 765LT კუპე და კაბრიოლეტი, Senna და Senna GTR-ი. ავტომობილის გარდაქმნას 3 თვე და £144,000 სჭირდება.