Honda ამერიკის შეერთებულ შტატებს, Takata-ს კაფსულების გამო, $85 მილიონს გადაუხდის
Aa
Aa

Honda ამერიკის შეერთებულ შტატებს, Takata-ს კაფსულების გამო, $85 მილიონს გადაუხდის

Honda Motor Co თანახმაა, ამერიკის შეერთებულ შტატებს Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების კაფსულების საქმეზე $85 მილიონი გადაუხადოს.

შტატების გამოძიება მილიონობით უკან გაწვეულ ავტომობილს უკავშირედება. როგორც აღმოჩნდა, Takata-ს უსაფრთხოების ბალიშის კაფსულები, რომლებსაც ბოლო 20 წელია თავის ავტომობილებში ავტომწარმოებელთა დიდი ნაწილი და მათ შორის Honda-ც იყენებს,  დეფექტურია.

ამერიკის შეერთებულ შტატები 40 მილიონი ავტომობილი 60 მილიონი დეფექტური კაფსულით უკან გაიწვიეს. პრობლემა ისაა, რომ გახსნისას კაფსულა შესაძლოა გასკდეს. ამ პრობლემამ 25 ადამიანის გარდაცვალება და 300 ადამიანის ტრავმა გამოიწვია.

მსოფლიოს მასშტაბით ამ პრობლემის გამო 19 ავტომწარმოებელი 100 მილიონ ავტომობილს უკან იწვევს.

იანვარში „ჰონდამ“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში 2.7 მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევდა. ეს გაწვევა 1996-2003 წლებში გამოშვებულ Honda-სა და Acura-ს მოდელებს შეეხებოდა. 

ახალი ხელშეკრულების თანახმად, American Honda Motor Co და Honda of America შეთანხმდნენ, რომ მათი პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად უნდა გაემკაცრებინათ და კაფსულების პრობლემაც მოეგვარებინათ..

თუმცა, Honda-ს ამ დრომდე დაშვებული შეცდომა არ უღიარებია. ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და შეთანხმებას მიაღწია.

არსებული ინფორმაციის თანახმად, Honda-ს მხრიდან Takata-ს კაფსულების გამოყენების საქმეს 2015 წლიდან ბევრი ავდვოკატი იძიებდა.

მსგავსი სიახლეები