ახალი სარბოლო ავტომობილი Gran Turismo-ს მოყვარულებს: Mazda RX-Vision GT3 Concept
Aa
Aa

ახალი სარბოლო ავტომობილი Gran Turismo-ს მოყვარულებს: Mazda RX-Vision GT3 Concept

სანამ კორონავირუსის გამო რბოლების უმეტესობა გადაიდო და ქარხნებიც დაიხურა, ციფრული სარბოლო ავტომობილები ვითარდება. როტორული ძრავა დაბრუნდა!

Gran Turismo-ს მოყვარულებს მაისში ახალი სარბოლო ავტო ეყოლებათ - RX-Vision GT3 Concept . მანქანის ჩანახატმა ნოემბერში გაჟონა და ამბობდნენ, რომ Gran Turismo Sport-ში გამოჩნდებოდა. ის ხელმისაწვდომი 25 მაისის განახლების შემდეგ იქნება.

RX-Vision GT3 Concept იმ Mazda RX-Vision concept-ის შთაგონებითაა შექმნილი,  რომელიც იაპონურმა ავტომწარმოებელმა 2015 წლის ტოკიოს ავტოშოუზე წარადგინა. კონცეპტი მიანიშნებდა იმაზე, რომ „მაზდას“ როტორული ძრავების წარმოებაში დაბრუნება უნდოდა. მაგრამ ეს უფრო ჭორი იყო, ვიდრე ოფიციალური ინფორმაცია. ამასობაში კი თამაშის მოყვარულები როტორული ძრავებით ისიამოვნებენ.

Mazda-ს RX-Vision-ის აგრეგატზე კომენტარი არ გაუკეთებია. ვიდეოთამაშის ვერსიას კი 562 ცხენის ძალა ექნება. წონა 48:52 იქნება გადანაწილებული.  

RX-Vision GT3 Concept-ის დიზაინი ახლა უფრო რეალისტურია, ვიდრე პირველ ჩანახატში. ამჯერად მას ნორმალური ზომის საბურავები და საკმარისი ხილვადობის საქარე მინა აქვს. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად დამატებული ნაწილები და გვერდითა მაყუჩები მანქანას სპორტულ შესახედაობას აძლევს. დიდი უკანა ფრთა, კარბონი და უკანა დიფუზორი კი მანქანას ფანტასტიკურ შეხედულებას მატებს.

Mazda RX-Vision GT3 Concept-ის თამაშში დამატება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ხელი Polyphony Digital-თან მოაწერა, რათა  Gran Turismo Sport-ის პარტნიორი გამხდარიყო. ამ თამაშში 2020 წლიდან მეტ „მაზდას“ უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები