10 ავტომობილი, რომლებსაც სახალისო ზედმეტსახელი აქვს (ნაწილი 2)
წლების განმავლობაში ზედმეტსახელი ბევრ ავტომობილს შეარქვეს. სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, ზოგი მათგანი ავტოჟურნალისტებმა მოიფიქრეს, ზოგი - ფოტოგრაფებმა, ზოგიც კი – ავტომოყვარულებმა. ამ ავტომობილების ნაწილი დღეს აღარც გამოდის, თუმცა, ზედმეტსახელებმა მათი არსებობა უკვდავყო.
წინა სტატიაში ჩვენ 10 ავტომობილზე გესაუბრეთ, რომლებსაც სახალისო ან საინტერესო ზედმეტსახელი აქვს. ამ სტატიაში კიდევ 10 ასეთ ავტომობილს გაგაცნობთ.
FORD MODEL T - TIN LIZZIE - თუნუქის ლიზი
ჰენრი ფორმა Model T-ის გამოშვებით ავტოსამყარო გარდაქმნა. ეს იყო მასობრივი წარმოების პირველი მაგალითი. კომპანიამ 15 მილიონი ეგზემპლარი Model T ააწყო და მთელი სამყარო ბორბლებზე შეაყენა.
ამ ზედმეტსახელის შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი თეორიის თანახმად, ყველა გამძლე და სანდო ცხენს ელიზაბეტს ან ლიზის უწოდებდნენ. მსგავსი თვისებების გამო Model T-მ ეს ზედმეტსახელი მიიღო.
მეორე ვერსიით, ეს სახელი ავტომობილს 1922 წელს შეერქვა, როცა კოლორადოში რბოლის დროს ერთ-ერთმა მონაწილე ნოელ ბალოკმა, ავტომობილი რბოლაზე Old Liz სახელით დაარეგისტრირა.
FORD MUSTANG SVT COBRA - TERMINATOR - ტერმინატორი
Ford Mustang vs Chevrolet Camaro ისტორიული დუელია. ამ ორ შორის ფავორიტის არჩევა ძალიან რთულია. თუმცა, იყო დრო, როცა Mustang-მა Camaro აშკარად დაჯაბნა. ეს 2003 წლის Ford Mustang SVT Cobra-მ მოახერხა. მას 4.6-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც ოფიციალურად 390 ცხენის ძალასა და 529ნმ-ს გამოიმუშავებდა. დინო ტესტები კი ამტკიცებდა, რომ SVT Cobra-ს ცხენის ძალების რაოდენობა 440-მდე აღწევდა.
ამ ავტომობილმა და Ford-ის სპეციალური მოდელების ჯგუფმა ამ ავტომობილებზე დავას ბოლო მოუღო და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ზედმეტსახელი – ტერმინატორი დაიმსახურა.
PORSCHE 911 (930) TURBO - WIDOWMAKER - დამქვრივებელი
Porsche 911 ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ავტომობილია. უკან მოთავსებული 6-ცილინდრიანი ძრავით მისი ტექნიკური მონაცემები ყოველთვის გვხიბლავდა. თუმცა ძველი, ჰაერით გაგრილებადი 911 Turbo-ს მართვა არა მხოლოდ ამაღელვებელი, არამედ შესაძლოა საშიშიც გამოდგეს. 930-თაობის Porsche 911 1975 წელს გამოვიდა და 1989 წლამდე გამოდიოდა. შემდეგ კი 911 Turbo ვერსიები წამოვიდა.
ძველი 911-ები მოცურებისკენ იყო მიდრეკილი. ეს მაშინ ხდებოდა, თუ კონუსს ფეხს დროზე ადრე აუშვებდით. წვეულება უფრო მხიარული 930 Turbo-ში ჩაბერვის გამოჩენამ გახადა. ძველი ტურბოჩაბერვის ძრავებს ტურბოს უფრო ხანგრძლივი დაყოვნება ჰქონდა.
930 Turbo-ს მოთვინიერებას ყველა ვერ უმკლავდებოდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ავტომობილს 330 ცხენის ძალა და 412ნმ ჰქონდა. წონა – 1 350კგ. სწორედ ამიტომ მას დამქვრივებელი შეარქვეს.
NISSAN SKYLINE GT-R (R32) - GODZILLA - გოძილა
1969 წლის GT-R-ის მსგავსად, 1989 წლის R32 GT-R-იც ტურიგ ავტომობილი, სერტიფიცირებული სპეციალური ვერსია იყო. 15 წლიანი შესვენების შემდეგ GT-R ვერსია R32-თაობის Skyline-ის სახით დაგვიბრუნდა და ავტოსპორტში ყველას გაკვეთილი ჩაუტარა. შესაბამისი ზედმეტსახელიც დაიმსახურა.
ჩვენ შეგვიძლია გენიალურ RB26DETT დიდხანს ვისაუბროთ, თუმცა, Skyline GT-R-ზე ბევრს ისეთ ვერაფერს გეტყვით, რაც აქამდე არ გსმენიათ. ზედმეტსახელი ამ ავტომობილს, ავტოსპორტში დომინაციის გამო, ავსტრალიურმა ჟურნალმა შეარქვა. 3 წლის განმავლობაში ტურინგ ავტომობილებში 29 რბოლიდან ამ ავტომობილმა ყველა მოიგო. მის ანგარიშზე ლე მანის 24 საათიცაა. Skyline GT-R გზად ყველაფერს ანადგურებდა ისევე, როგორც გოძილა.
Pontiac Fiero - Plastic Fantastic - პლასტმასის საოცრება
Pontiac Fiero ბევრისთვის ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ის 1983-1988 წლებში გამოდიოდა. იმ დროისთვის ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და, ბევრისთვის გასაკვირად, კარგად იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, ის კრიტიკის ობიექტი ცუდი ძრავისა და პანელების გამო ხშირად ხდებოდა. ავტომობილის მთლიანად პლასტმასში შეფუთვა 1980-იანებშიც კატასტროფა იყო.
ზოგიერთი მოდელის გზაზე ნახვა დღესაც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლასტმასი საშინლად ცვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც Pontiac-ი იმედოვნებდა, ამ ავტომობილს ცეცხლი არასდროს გაჩენია, ავტომობილმა ზედმეტსახელად მაინც „პლასტმასის ფანტასტიკა” მიიღო.
Saab 9-2X - Saabaru - სააბარუ
ამ ავტომობილის ზედმეტსახელის წარმოშობის ისტორია ძნელი წარმოსადგენი არ არის. 1990-იანი წლების ბოლოს, GM-ის მფლობელობაში მყოფი Saab-ის ბევრი უცნაური თანამშრომლობა გვინახავს. GM Subaru-ს მცირე ნაწილსაც ფლობდა. 9-2X სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგი იყო.
9-2X სინამდვილეში Subaru WRX უნივერსალი იყო, რომელსაც Saab-ის დეტალები ჰქონდა. ის 2004-2006 წლებში გამოდიოდა. ზედმეტსახელიც, ამ ორი ბრენდის მახვილგონივრული გაერთიანებით მიიღო.
Mercedes-Benz 300 SEL – Red Pig - წითელი ღორი
Mercedes-Benz-ი 300 SEL 6.3-ს 1968-1972 წლებში უშვებდა. მას 6.3-ლიტრიანი M100 V8 ძრავა ჰქონდა. ის იყო 2-ტონიანი სპორტული სედანი, რომელიც ავტოსპორტში მონაწილეობისთვის ნამდვილად არ შექმნილა.
თუმცა, ერთ დღეს, ერთ-ერთ მფლობელს გიჟური იდეა მოუვიდა. მას ამ ავტომობილის სარბოლოდ გადაქცევის იდეა გაუჩნდა. Mercedes-ის ყოფილმა ინჟინრებმა ჰანს ვერნერ აუფრეხტმა და ერჰარდ მელხერმა მის მომზადებაზე იზრუნეს. მათ ძრავა 8.6-ლიტრამდე გაზარდეს და მისგან 420 ცხენის ძალა ამოიღეს, რაც შთამბეჭდავი იყო.
წითელი ფერის Mercedes-Benz 300 SEL 6.8 AMG სპაზე 1971 წელს გამოჩნდა. თუმცა, ის მაშინვე დაცინვის მსხვერპლი გახდა. 2-ტონიანი ავტომობილი საწვავს და საბურავებს ჭამდა. რის გამოც მას „წითელი ღორი” შეარქვეს.
1988 Mercedes-Benz 300CE 6.0 AMG - The Hammer - ჩაქუჩი
სანამ AMG და Mercedes-Benz-ი უახლოესი მეგობრები გახდებოდნენ, AMG E-Class მოდელებს იმ ადამიანებისთვის აწყობდა, ვისაც კარგი გემოვნება ჰქონდა, თუმცა ფული აკლდა.
4-კარიანი ვერსია გიჟური იყო, თუმცა, ყველაზე ექსტრემალური მაინც 300CE 6.0 AMG Breitcoupe გამოდგა, რომელსაც S-Class-ის მოდიფიცირებული V8 ძრავა ჰქონდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-მდე აღწევდა. სწორედ ეს ავტომობილი გახდა იმის მიზეზი, რის გამოც, Mercedes-მა AMG პირად, საშინაო ტიუნინგ ატელიედ აქცია.
300CE 6.0 AMG გზად უბრალოდ ყველაფერს ანადგურებდა და სწორედ ამიტომ, მას ჩაქუჩი უწოდეს.
RUF CTR - Yellowbird - ყვითელი ჩიტი
Ruf-მა სახელი Porsche-ების გაუმჯობესებით გაითქვა. იმას, რაც ფაფენჰაუზენის სახელოსნოში შეიქმნა, ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ: RUF CTR, ზედმეტსახელად Yellowbird. 3,2-ლიტრიანი ტურბო ძრავისგან ინჟინრებმა შთამბეჭდავი 463 ცხენის ამოღება შეძლეს.
RUF ერთი ავტომობილით ისეთ ავტომწარმოებელ გიგანტებს შეებრძოლა, როგორიცაა Ferrari, Lamborghini, Mercedes-Benz, Porsche და ყველა ნოკაუტში ჩააგდო. RUF CTR მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა. 1989 წელს ფილმი სახელად „მშვენიერება ნიურბურგრინგზე” გადაიღეს, რომელშიც ნაჩვენებია, ტესტ-პილოტი სტეფან როზერი მსოფლიოს ყველაზე დაუნდობელ ტრასაზე ავტომობილს როგორ ეჭიდავება.
ზედმეტსახელი კი ამ ავტომობილმა საღებავის ფერის გამო მიიღო. ფოტოგრაფებმა ის ნაცრისფერ ცაზე მფრინავ ჩიტს შეადარეს.
ჯეიმს დინის PORSCHE 550 SPYDER - LITTLE BASTARD - პატარა ნაბიჭვარი
გარდა იმისა, რომ ჯეიმს დინი თავის დროის კინოს სუპერვარსკვლავი იყო, ის ნამდვილი ავტოენთუზიასტიც იყო. დროდადრო რბოლებშიც მონაწილეობდა. მისი ბედი კი ერთმა საბედისწერო მოვლენამ განსაზღვრა. ჯეიმს დინმა Porsche 550 Spyder-ი შეიძინა. ეს ავტომობილი მხოლოდ 90 ეგზემპლარად გამოვიდა. ასე რომ, დინი უნიკალური ავტომობილის მფლობელი იყო.
ამ ავტომობილს ზედმეტსახელი თავად დინმა შეარქვა და მას „პატარა ნაბიჭვარი” უწოდა. ეს ზედმეტსახელი ლოგოს ქვემოთ იყო მიწერილი. პოპულარული მსახიობი სწორედ ამ ავტომობილით ავარიისას გარდაიცვალა. ზედმეტსახელის ისტორია არ ვიცით, მაგრამ ის ამ ავტომობილისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ყველას, ვინც ამ ავტომობილის ნაწილები შეიძინა, უბედურება დაატყდა თავს. გარდა ამ ზედმეტსახელისა ჯეიმს დინის Porsche 550 Spyder-ს ხშირად „დაწყვევლილსაც” უწოდებენ.