Aa Aa
5 ივნისი 2022  |  10:26

Koenig-ის 1987 წლის Opel Kadett GSi უიშვიათესი ავტომობილია

Koenig-ი გერმანული „ტუნინგ“ ატელიეა, რომელსაც ავტომობილების სტეროიდებზე დასმა უყვარს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ Koenig-ის 560 SEC-ის შესახებ მოგიყევით, რომლის შესახებაც სტატიას ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით გაეცნობით. კომპანია ისეთ მოდელებზე მუშაობდა, როგორიც Ferrari, Porsche და Mercedes-ია. გასული საუკუნის ბოლოს ბრენდი მეინსტრიმული მოდელების გაუმჯობესებითაც იყო დაკავებული. ამის ერთ-ერთი მაგალითი სურათებზე ნაჩვენები Opel Kadett GSi-ა.

ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს გეტყვით, რომ Kadett-ი Astra-ს დიდი ბაბუაა. სურათზე ნაჩვენები მოდელი სწორედ ამ ჰეჩბეჭკზეა დაფუძნებული. ის Kadett E-ს სახელით იყო ცნობილი. მისი საუკეთესო ვერსია კი GSi-ის წარწერით გამოდიოდა. თუმცა, დიზაინშეცვლილი პანელებითა და არაქარხნული უკანა მაშუქებით მისი იდენტიფიცირება რთულდება.



Koenig-ის კორპუსის ნაწილები ტრადიციულად აეროდინამიკური ბამპერით იწყება, რომელსაც გამოკვეთილი ნიკაპი აქვს. სრულად ახალი სტილის მატარებელია უკანა მხარე, რომელიც მცირე ზომის ფრთით არის დამშვენებული. გვერდებზე კი ამ კომპანიის ხელისმომწერი შტრიხია - Testarossa-ს შთაგონებით შექმნილი საჰაეროები. ეს ყველაფერი ძალზედ ცუდი სანახავი იქნებოდა, რომ არა ეს განიერი და კოხტა დისკები. 

მიუხედავად იმისა, რომ მთელ ყურადღებას მანქანის ექსტერიერი იპყრობს, არანაკლებ საინტერესოა მისი ინტერიერიც. სალონში ტყავის ანატომიური სავარძლები, Momo-ს საჭე, Sparco-ს ხალიჩები და ციფრული მაჩვენებელთა დაფაა.



კაპოტის ქვეშ Opel Kadett GSi-ს ატმოსფერული 2-ლიტრიანი ძრავაა, რომელსაც 16 სარქველი აქვს. ეს აგრეგატი 156 ცხენის ძალასა და 203 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ მანქანის ამჟამინდელ მფლობელი, ხერხემლის პრობლემების გამო, მისი საჭის მორგებას ხშირად ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ავტომობილი დაკიდების ხისტი სისტემით არის წარმოდგენილი, რაც მართვის კომფორტულობას კიდევ უფრო ამცირებს.

Koenig Kadett GSi-ს აუქციონამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და უკვე 23 000$-ად არის შეფასებული. როგორ ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი ასეთ თანხად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: