გინესის მსოფლიო რეკორდი
Aa
Aa

გინესის მსოფლიო რეკორდი მოძრავ ავტომობილზე ბორბლის გამოცვლაში

ახალი რეკორდი 1 წუთსა და 17.64 წამში დამყარდა. შეგიძლიათ გაუმჯობესება?

გინესის მსოფლიო რეკორდებში ბევრ გიჟურ რეკორდს გადააწყდებით. გასულ კვირას ჩვენ ველოსიპედით 272კმ/სთ-ით გადაადგილების შესახებ მოგიყევით, რომელიც ზუსტად ასეთი ტიპის რეკორდი გახლდათ. ამ სტატიაში კი ახალ რეკორდსმენზე მოგიყვებით, რომელიც ბორბალს მოძრავ ავტომობილზე ცვლის.

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ეს ამ რეკორდის დამყარების პირველი მცდელობა არაა. წინა რეკორდი იტალიურ დუეტს ეკუთვნოდა. ახლა კი ეს დრო გააუმჯობესეს. ფაქტია, რომ ხალხი მოძრავი მანქანის ბორბლის მოხსნაზე სერიოზულად მუშაობს და ძალზედ პოპულარულიცაა.

ჩვენს დღევანდელ ვიდეოში BMW-ს საჭე მანუელ ზოლდანს აქვს მორგებული. მგზავრის სავარძელზე კი ჯანლუკა ფოლკოა დროებით მოკალათებული. დროებით იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანი გადმოდის ორ ბორბალზე მოძრავი ავტომობილიდან, რათა დასახული მიზანი განახორციელოს.

როგორც კადრებშიც ჩანს, ყველაფერი საგანგებოდ არის მომზადებული. სათადარიგო ბორბალი მანქანაზეა მიმაგრებული. ადგილზეა ხელსაწყოებიც, ხოლო შემსრულებელს სერიოზული ნიჭი აქვს. ამ ადამიანმა მოძრავი ავტომობილის საბურავი 1 წუთსა და 17.64 წამში შეცვალა. ამ შედეგით კი წინა რეკორდი 13 წამით გააუმჯობესა. აღსანიშნია ისიც, რომ მანქანა საკმაოდ ნელი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რაც ბალანსის შენარჩუნებას ართულებდა. ეს საოცარი გუნდური შესრულება იყო.

მსგავსი სიახლეები