Lamborghini, Bugatti, Chiron, Urus
Aa
Aa

Lamborghini Urus-ი ცნობილი რეპერის Bugatti Chiron-ს დაეჯახა

ჩვენს პორტალზე მსუბუქ ავტოსაგზაო შემთხვევებზე თითქმის არასდროს ვწერთ. თუმცა, როდესაც საქმე რამდენიმე მილიონ დოლარიან ეგზოტიკურ ავტომობილებს ეხება, მაშინ ყველაფერი იცვლება. სურათზე და ვიდეოზე ნაჩვენებ Chiron-ს Lamborghini Urus-ი უკნიდან მიაწვა. „ჰიპერქარის“ მფლობელი ცნობილი რეპერი ბედ ბანია. ის საკუთარი რესტორნის გახსნაზე, მაიამიში იმყოფებოდა.

ინციდენტი იაპონური კულტურით შთაგონებული რესტორნის წინ მოხდა. დაწესებულება ბედ ბანის და დევიდ გრუნტმანის იდეებითაა შექმნილი. Urus-ის მძღოლი „პარკინგიდან“ გამოსვლას ცდილობდა. ამ პროცესში კი წინ მდგარ Chiron-ს მიეჯახა.


View this post on Instagram

A post shared by ONLY in DADE (@onlyindade)

თავდაპირველად, შავებში ჩაცმული კაცი Urus-სა და Chiron-ს შორის იდგა და SUV-ის მძღოლს მითითებებს აძლევდა. მას შემდეგ კი რაც ის ადგილს მოსცილდა Lamborghini Bugatti-ის მიაწვა.

საბედნიეროდ, კონტაქტი ძალზედ მსუბუქი აღმოჩნდა. იქ შეკრებილი ხალხი გაბზარვის ხმამ შეძრა. სავარაუდოდ, ეს ბედ ბანის Chiron-ის უკანა ბამპერის გაბზარვის ხმა იყო. ეს დეტალი ამერიკული სტანდარტების გახლავთ. ალბათ, ეჭვი არავის შეეპარება, რომ ამ დეტალის შეკეთების ხარჯები კოლოსალური იქნება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ Bugatti-ის კორპუსის პანელებზე მოგიყევით, რომელიც McLaren-ის „სუპერქარებზე“ ძვირი ღირდა.

ავტომოყვარულებისთვის ასეთი ვიდეოები ძალზედ რთული სანახავია. სუპერქარების მფლობელებისთვის კი ნამდვილი ტრაგედია. 

მსგავსი სიახლეები